|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20 თბილისის ქვაბულის პალეოგეოგრაფია ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე |
მუხათგვერდის ვიწრობსა (ზემო ავჭალა) და თელეთის ქედის აღმოს. დაბოლოებას (ფონიჭალა) შორის მდებარე თბილისის ქვაბულის უდიდესი ნაწილი, მეოთხეულ პერიოდში, მდ. მტკვრის ეროზიულ-აკუმულაციური მოქმედებით არის წარმოქმნილი. ამას მოწმობს აღნიშნული ქვაბულის საზღვრებში მდ. მტკვრის სხვადასხვა ასაკის ტერასების საფეხურებრივად განლაგების ფაქტი. |
|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19 ავტორ(ებ)ი: გიორგი ზედგენიძე |
ჭაობები საქართველოს ტერიტორიაზე უმთავრესად წარმოდგენილია კოლხეთის დაბლობზე, სადაც მათ წარმოქმნას არაერთი ბუნებრივი ფაქტორი განაპირობებს (ზედაპირის მცირე დახრილობა, უხვი ატმოსფერული ნალექები, გრუნტის წყლის დონის მდებარეობა, ნიადაგ გრუნტის მძიმე თიხნარი შედგენილობა, ჭაობიდან წყლის უმნიშვნელო გადინება, ინტენსიური ტექტონიკური დაძირვა, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს კოლხეთის დაბლობზე. |
|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19 ფასისი. ჩაძირული ქალაქი. მითი, თუ სინამდვილე ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე |
ანტიკური ხანის შავიზღვისპირა ქალაქის ფასისის ზუსტი ადგილმდებარეობა, მიუხედავად მრავალი მკვლევარის მცდელობისა, დღემდე არ არის დადგენილი. ძველმა ლიტერატურულმა და ისტორიულმა წყაროებმა მწირი ინფორმაცია დაგვიტოვეს ამ მართლაც, არქეოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისით, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოვლენაზე. |
|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19 საქართველოს შავი ზღვის სანაპირო - არქეოლოგიური აღმოჩენების შესაძლო არეალი ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე |
საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონა – ზღვის წყალქვეშა ფერდის ზედაპირი 10-12 მ სიღრმიდან, პლაჟი და მასთან უშუალოდ მიმდებარე რამოდენიმე ასეული მეტრის სიგანის სანაპირო ხმელეთის ზოლი, უკანასკნელი 5-6 ათასი წლის განმავლობაში ადამიანს საკმაოდ ინტენსიურად ჰქონდა ათვისებული. ამ ფაქტს ადასტურებს სანაპირო ზონის სახმელეთო ნაწილში, კერძოდ კი ზღვის სანაპირო ხაზთან უშუალოდ მიმდებარე 200-400 მ სიგანის ხმელეთის ზოლში, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი და შესწავლილი ბრინჯაოს ხანის (3000-5000 წლის წინანდელი დრო) და ანტიკური პერიოდის (ძვ. წ. VIII ს – ახ. წ. II-III სს) ძეგლები, |