?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2004 ნომერი 10

სწავლა-განათლების კერები და ტრადიციული დღესასწაულები საინგილოში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მაია ბარიხაშვილი

ძველი საისტორიო მწერლობა მწირ ცნობებს იძლევა საინგილოს შესახებ. განსაკუთრებით, ეს შეეხება სწავლა-განათლების საქმეს ამ კუთხეში; მაგრამ ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციის სიმცირის მიუხედავად, მაინც არის შესაძლებელი გარკვეული შთაბეჭდილება შეგვექმნას ამ საკითხის ირგვლივ.



2004 ნომერი 10

ასურელი მამები და გარემომცველი ბუნება

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში ასურელ მამათა ურთიერთობა მათ გარემომცველ ბუნებასთან, ჩვეულებრივ, მეორეხარისხოვან ადგილსაც არ იმსახურებს. ცხოვრების აღმწერთათვის უფრო მნიშვნელოვანია იმის წარმოჩენა, რამდენად ზრუნავს უფალი მის მოსავთა მიმართ, როცა ირმებისა თუ ფრინველის საშუალებით უგზავნის ხორციელ საზრდოს; ანდა რამდენად ძლიერია დაყუდებულ მამათა სიწმინდე, რომ მათ წინაშე მორჩილ იქმნებიან ველური მხეცნიც კი.



2004 ნომერი 10

ქრისტიანულ-მუსლიმური ურთიერთობის ისტორიიდან

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ეკა გოდერძიშვილი

ყველა სხვა რელიგიებისაგან განსხვავებით, რომლებიც ქრისტიანობასთან კონფრონტაციაში ვრცელდებოდა, ისლამი აღმოცენდა და განვითარდა იმ სამყაროში, სადაც ქრისტიანობა და ქრისტიანული ეკლესია დიდი ხნის დაფუძნებული იყო. როგორ შეხვდა ქრისტიანობა ისლამს, რას წარმოადგენდა იგი, რატომ იზრდებოდა ისლამის მიმდევართა რიცხვი იქ, სადაც ქრისტიანობა დომინირებდა, რა მდგომარეობაში იყო ამ რეგიონის ქრისტიანული მოსახლეობა, სწორედ ეს არის საკითხების ის წრე, რომელიც უდავოდ დიდ ინტერესს იწვევს.



2004 ნომერი 10

რუსეთის (სსრკ) პოლიტიკა ჩრდილო კავკასიაში და ჩეჩნური წინააღმდეგობრივი მოძრაობა

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: გიორგი ანჩაბაძე

რუსულ-ჩეჩნურ ურთიერთობათა (XVIII საუკუნიდან დღემდე) დიდ ნაწილს სამხედრო დაპირისპირებათა დაღი აზის. თანამედროვე სამყაროში ძნელია დაიძებნოს ამგვარი ხანგრძლივი და მკვეთრი დაპირისპირების მსგავსი მაგალითი. დღეს, როდესაც ცივილიზებულ სამყაროში არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა წარმმართველი ჰუმანიტარული მიდგომა ხდება, ამ დაპირისპირებამ თავის აპოგეას მიაღწია. ომი ჩეჩენი ხალხის გენოფონდს ანადგურებს.



ա | բ | 1 | 2 | 3 | դ | գ
Powered by BootstrapMade