?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2006 ნომერი 16

ხის სახვნელი იარაღები ყულევის ნამოსახლარიდან

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, ნუგზარ პაპუაშვილი

კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე შესწავლილ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ძეგლებს შორის თავისი უნიკალური აღმოჩენების მიხედვით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უნდა მიეკუთვნოს ყულევის ნამოსახლარს (ყოფილი # 2 უბანი), რომელიც მდებარეობს ხობის რაიონში, უშუალოდ მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვიდან 200-300 მეტრის დაშორებით.



2006 ნომერი 16

აფხაზეთის ადრე შუა საუკუნეთა ხანის სამაროვნები და სამარხთა ძირითადი ტიპები

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ირმა ბერძენიშვილი

აფხაზეთის ადრე შუა საუკუნეთა ხანის სამაროვნები თუ ცალკეული სამარხები ძირითადად ნაქალაქართა თუ ნამოსახლართა მახლობლად და ეკლესიებთან, ან უშუალოდ ეკლესიებშია გათხრილი. მათგან ყველაზე გეგმაზომიერად და სრულყოფილად ბიჭვინთის და წებელდის სამაროვნებია შესწავლილი. ფაქტიურად შეუსწავლელია ხაშუფსეს, აჩმარდის, ლაფსთის სამაროვნები (მდ. ხაშუფსეს ხეობაში). რამდენადმე მცირე მასშტაბის სამაროვანი გაითხარა ეკლესიების მახლობლად ოჩამჩირესა და განთიადში. 2002 წელს კი აჭანდარაში, ბორცვ ცოუხუაზე, გაითხარა IV-VI სს. სამაროვანი.



2006 ნომერი 16

ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის სამაროვანთა ქრონოლოგიის ზოგიერთი საკითხი

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ნინო დოლიძე

ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში გვხვდება კოლექტიური და ინდივიდუალური სამარხები. ისინი წარმოდგენილია ორი სახეობით: ორმოსამარხები და ქვევრსამარხები (ოსუარიუმები). პირველში სხვადასხვა ფორმა-მოყვანილობის სამარხი ორმოები განირჩევა, რომლებშიც დაკრძალვის 3 წესი ფიქსირდება: ინჰუმაციური, კრემაციული და მეორადი დაკრძალვა.



1 | 2 | 3 | 4 | դ | գ
Powered by BootstrapMade