?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2003 ნომერი 9

საცხოვრისის ფენომენის ადგილის განსაზღვრისათვის ქართველი ერის ყოფასა და კულტურაში ძველად (მონოგრაფია)

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

ქართველი ერის (და ზოგადად კავკასიელ ერთა) მატერიალური და სულიერი კულტურის შესწავლის ისტორია, საბედნიეროდ, ასწლეულებს სწვდება. ჩვენს ხელთაა უმდიდრესი სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელიც წინამორბედთა თავდაუზოგავი შრომითა და დიდი რუდუნებითაა შექმნილი. განსაკუთრებული ეტაპი ქართულ ისტორიოგრაფიაში XX საუკუნის 30-აიანი წლებიდან დგება, როცა შექმნილი პოლიტიკური და იდეოლოგიური ვითარების პირობებში შემუშავდა და დაინერგა რიგი საკვალიფიკაციო სტეროეტიპებისა, რომელთა ფონზეც ხდებოდა ქართველი ერის (და ზოგადად ერის) ისტორიის და კულტურის შესწავლა - გასიგრძეგანება.



2003 ნომერი 9

მაღალმთიანეთის სალოცავების პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობა პოსტ-საბჭოთა საქართველოში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ქევინ თუითი

This project is in essence the continuation of the research on traditional Central Caucasian religion funded in 1999-2002, with a shift in orientation motivated primarily by observations made in the field at that time. The primary goal of my research during this period was the documentation and analysis of the surviving remnants of highland Caucasian "paganism", a syncretic religious system comprising elements appropriated from Georgian Orthodox Christianity, but whose core principles go back much further in time.



2003 ნომერი 9

პარიზის "სააზიო საზოგადოება" და პირველი სამეცნიერო კავშირები საქართველოსთან

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მანანა ხუციშვილი

XIX საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპაში აღმოსავლეთმცოდნეობამ, როგორც მეცნიერებამ, პირველი ნაბიჯები გადადგა. თუმცა მისდამი ინტერესი XVIII საუკუნის ბოლოდან დაიწყო. ამის დასტურია 1795 წელს პარიზში დაარსებული სასწავლებელი "Ecole spéciale", რომელიც აზიის ქვეყნების საელჩოების და საკონსულოებისთვის აღმოსავლეთმცოდნეებს, მთარგმნელებს და თარჯიმნებს ამზადებდა. ეგვიპტეში ნაპოლეონის ლაშქრობის შემდეგ მეცნიერების წინაშე სრულიად ახალი ინტერესების სფეროები გამოიკვეთა, ხოლო მეცნიერულ მუშაობას ახალი შტრიხები შეემატა, აღმოსავლური კულტურისადმი ახალი მიდგომა ჩამოყალიბდა და პარალელურად ახალი კონტაქტებიც დამყარდა.



2003 ნომერი 9

ქართველი მწერლები არქეოლოგიური კვლევა-ძიების სათავეებთან (გიორგი წერეთელი)

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მანანა რაზმაძე

XIX საუკუნის 60-იანი წლების ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები უდიდეს ინტერესს იჩენდნენ საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების გამოვლენისა და შესწავლისადმი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია გიორგი წერეთელი - მწერალი, პუბლიცისტი, ფილოლოგი, კრიტიკოსი, ბუნებისმეტყველი და ამავე დროს ისტორიკოსი, არქეოლოგი. გიორგი წერეთელმა გარკვეული კვალი დატოვა ქართული არქეოლოგიის, როგორც მეცნიერების, განვითარებაში და მისი მოღვაწეობა ამ მიმართულებით საგანგებო შესწავლას მოითხოვს.



1 | 2 | 3 | 4 | դ | գ
Powered by BootstrapMade