?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2018 ნომერი 31

ნომრის თავფურცელი

შეტანის თარიღი: 2018-09-24

ავტორ(ებ)ი: სარედაქციო კოლეგია

ჟურნალ "ამირანის" 31-ე ნომრის თავფურცელი



2018 ნომერი 31

მთა "ნაზარლებზე" (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) ქართულ-გერმანული ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის 2018 წლის სამუშოების მოკლე ანგარიში

შეტანის თარიღი: 2018-09-24

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი, ფელიქს ბლოხერი, გურამ ყიფიანი, ზურაბ ცქვიტინიძე, შორენა დავითაშვილი, იუდით გვენ შულცი, ბეატრის ვოლლნი, მაქს მორტენ მიხალკი

უკვე მეორე წელია, რაც მთა "ნაზარლებზე" (შირაქი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) მდებარე გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნაქალაქარს ილიას უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიისა და ჰალლეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიცია შეისწავლის.
ექსპედიცია დაფინანსებულია გერმანიის მხარის მიერ; კვლევითი პროექტი კი, ილიას უნივერსიტეტში, ჯერ კიდევ 2007 წელს შემუშავებული საუნივერსიტეტო პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს.
მიმდინარე 2018 წელს ექსპედიცია მუშაობას 27 აგვისტოს შეუდგა...



2018 ნომერი 31

ადრე და გვიანი ბრინჯაოს ხანის ლითონის არტეფაქტების ერთი ნაწილი კოლხეთიდან

შეტანის თარიღი: 2018-09-24

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, შალვა ბუაძე

წინმდებარე სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდებში დაცულ ადრე და გვიან-ბრინჯაოს ხანის შემთხვევით გამოვლენილ ლითონის იარაღების ერთ ნაწილზე. ასევე მათთან მიმართებაში ზოგადადაა განხილული კოლხეთის ლითონდამუშავებისა და ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების ზოგიერთი საინტერესო საკითხი.



2018 ნომერი 31

კოლხეთის ბრინჯაოს პირველადი და მეორადი მეტალურგიული წარმოების კერების შესწავლის ისტორიისათვის

შეტანის თარიღი: 2018-09-24

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

კოლხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა კატეგორიის ძეგლებიდან მომდინარე სპილენძ-ბრინჯაოს ნივთების დახასიათებას, მათი ქიმიური ანალიზის შედეგებს, ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების პირველადი და მეორადი კერების შესწავლის საკითხებს მიეძღვნა არაერთი ნაშრომი, რომელთა მიმოხილვა დავისახეთ მიზნად წინამდებარე ნაშრომში.



1 | 2 | 3 | դ | գ
Powered by BootstrapMade