2008 ნომერი 19 მდ. ივრის ზეგნის კატაკომბური სამარხების დათარიღებისათვის შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი |
ბრიმაღელის ორი კატაკომბური სამარხი აღმოჩნდა ბოდბე-მაჩხაანის (სიღნაღის რაიონი) საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს. 1977 წელს წყალსადენის გაყვანის დროს ტრაქტორმა ორ სამარხს ჩამოაჭრა სამხრეთი ნაწილი. ორივე ერთმანეთის გვერდით მდებარეობდა და ერთმანეთისაგან 1,5 მ-ით იყო დაშორებული. აღმოსავლეთით მდებარე სამარხისაგან გადარჩენილი აღმოჩნდა მხოლოდ მცირე ნაწილი, სადაც გაიწმინდა მიცვალებულის ტერფის ძვლები. ამონაყარ მიწაში ადამიანის ძვლის ფრაგმენტების გარდა სხვა არაფერი არ დადასტურდა. |
2008 ნომერი 19 ხის ტრადიციული ხუროთმოძღვრება და მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია იმერხეულ მეტყველებაში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: თამარ პაპიაშვილი |
ქართულ ტრადიციულ ხუროთმოძღვრულ ხელოვნებას განვითარების დიდი ხნის ისტორია აქვს. საქართველოში მშენებელთა ხელობები დიფერენცირებული და სახელდებული ყოფილა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდისათვის, რასაც მოწმობს პირველ ქართულ ნათარგმნ ბიბლიაში დადასტურებული ტერმინები: ხურონი ხეთანი და ხურონი ქვათანი. |
2008 ნომერი 19 ქისტური ხმით ნატირლები და სამგლოვიარო რიტუალები შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ხვთისო მამისიმედიშვილი |
დროთა განმავლობაში პანკისელი ქისტების ყოფაში გლოვის მრავალფეროვანი წესები და ტრადიციები ჩამოყალიბდა. პანკისელი ქისტების სამგლოვიარო ტექსტებისა და რიტუალების მრავალფეროვნება ძირითადად მაჰმადიანური და ქრისტიანული რელიგიური წარმოდგენების სინკრეტიზმმა, მიგრაციულმა პროცესებმა და ქართული კულტურის ძლიერმა გავლენამ განაპირობა. |
2008 ნომერი 19 შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე |
პერიოდი, რომელიც ასურელ მოღვაწეთა ქართლში მობრძანებას ემთხვევა, საქართველოსათვის ძნელბედითი და კატაკლიზმებით სავსე იყო: "ამის ფარსმანის მეფობასა მოვიდეს სპარსნი, მოაოხრეს ქართლი და რანი, ხოლო ფარსმან მეფემან ქართველთამან, ითხოვა სპარსთ მეფისაგან, რათა არა მოაოხრნეს ეკლესიანი და იპყრას ქართლი სჯულსა ზედა ქრისტესსა, რამეთუ მას ჟამსა ბერძენნი უცალო იყვნენ ... ვერ შემძლებელ იყვნეს შეწევნად ქართველთა..." |