?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2000 ნომერი 2

ბუნებასთან მიმართების საზრისისათვის ხალხურ ტრადიციაში

შეტანის თარიღი: 2001-12-11

ავტორ(ებ)ი: გიორგი ჩინჩალაძე

ადამიანის, როგორც მორალური არსების ბუნებრივი ღირსება საკუთარი კეთილი ნების თვითგანცდა და თვითშეგნებაა. ამიტომ ზნეობრივი მოქმედება გაგებულია როგორც თავისთავადი, საყოველთაო კანონი და ამავე დროს, როგორც საღვთო მცნება; რადგან ყოველი ვალდებულების საფუძველია ღმერთი - სიწმინდისა და ზნეობრიობის იდეალი. "თესლოვანებითი რაიმე სიტყუაი დათესულ არს ჩუენ შორის, რომლითა თავით თუისით გუქონან მიზეზნი კეთილისა თუისად განსაკუთრებისანი... ესრეთ ბუნებით კეთილისა გულის მთქუმელ არიან კაცნი, ხოლო საკუთრებით კეთილ და საყუარელ სახიერი არს და სახიერი მხოლოი ღმერთი არს და ვინაითგან ყოველთა კეთილისა და სახიერისა გული უთქუამს და ღმრთისათვის სადმე სურის ყოველთა" (ბასილი დიდი).



2000 ნომერი 2

ქრისტემდე III ათასწლეულის შუა ხანების ცენტრალური ამიერკავკასიის მოსახლეობის სამეურნეო-ყოფითი სტრუქტურის განსაზღვრისათვის

შეტანის თარიღი: 2001-12-11

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

ერის, ეთნოსის წარმოშობა-ჩამოყალიბების პროცესი (ეთნოგენეზი) სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინების (არქოლოგიის, ეთნოლოგიის, ლინგვისტიკის, ანთროპოლოგიის და სხვათა) კომპლექსური კვლევის საგანია, რამეთუ თავად ეთნოსი მრავალსახოვანი ფენომენია და გამომდინარე აქედან, მისი შესწავლა მხოლოდ რომელიმე ერთი ცალკე აღებული დარგის მეშვეობით ცალმხრივი და არასრული იქნება. კომპლექსური კვლევის აუცილებლობა მთელ რიგ სიძნელეებს ქმნის და ამ საკითხით დაინტერესებულ მკვლევარს რიგი პრობლემების წინაშე აყენებს, რომელთა დაძლევის გარეშეც შეუძლებელია განსაზღვრულ რეგიონში, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში არსებული მოვლენების წარმოდგენა-ანალიზი.



2000 ნომერი 2

შელოცვათა რიტმული სტრუქტურის მოდელები

შეტანის თარიღი: 2001-12-11

ავტორ(ებ)ი: მზია სულაძე

შელოცვათა რიტმული სტრუქტურის მოდელები იქმნებოდა არსებითად ამ უძველესი ტრადიციული მაგიური წარმოდგენებიდან გამომდინარე. მათი რიტმიკის რეგულაცია რიტმული წყობის სახვადასხვა კომპონენტების მეშვეობით ხდება. იმის გასარკვევად, თუ შელოცვათა რიტმის რეგულაციაში რა როლს თამაშობენ რიტმის მაწარმოებელი ელემენტები და რომელი მათგანი არის მათი უთავრესი მაკონსტრუირებელი ფაქტორი, განვიხილოთ თავად ამ კომპონენტთა ფუნქციები და ფიგურაციები.



1 | 2 | 3 | դ | գ
Powered by BootstrapMade