?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2005 ნომერი 13

კოდისწყაროს სამაროვანი

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი

კოდისწყაროს ყორღანული ველი მდებარეობს დავით გარეჯის უდაბნოში. ნამოსახლარის "ნაომარი გორა" (უდაბნო I) აღმოსავლეთით მდებარე ტაფობში, მლაშე ტბების მხარეში მთელი ეს ველის ხვადასხვა ზომის ყორღანული სამარხებითაა დაფარული. 1987წელს კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ შეისწავლა სამი მათგანი, რადგან ამ ტაფობში დაგეგმილი იყო დიდი წყალსაცავის მოწყობა.



2005 ნომერი 13

იმპერატორი ადრიანე და ბარ-კოხბას აჯანყება

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ხათუნა პერტია

ტრაიანეს გარდაცვალების შემდეგ (117 წ.) იმპერატორის ტახტი დაიკავა ადრიანემ. იგი შეუდგა იმპერატორის ხელისუფლების გაძლიერებას. ადრიანე დაადგა მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის გზას და ეს მისი მხრიდან მეტად ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რადგანაც არსებული სიტუაცია სწორედ ამას მოითხოვდა: პროვინციებშია აჯანყების დაწყების საშიშროება იქმნებოდა, მახლობელ აღმოსავლეთში სიტუაცია დაძაბული იყო, არმია გადაღლილი და დემორალიზირებული და ასეთ პირობებში ფაქტიურად შეუძლებელი იყო ტრაიანეს ექსპანიონისტური პოლიტიკური კურსის გაგრძელება.



2005 ნომერი 13

ტამპლიერთა სასულიერო ორდენის განადგურების საიდუმლო და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მოსახსენიებლები

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე

1095 წელს რომის პაპის, ურბან II-ის ბრძანებით დაწყებულიდა "ქრისტეს საფლავის დაცვის" ლოზუნგით წარმართული გრანდიოზული სამხედრო მსვლელობა, ჯვაროსნულ მოძრაობად იწოდება. ესაა მასშტაბური სამხედრო-საკოლონიზაციო მიგრაცია, რომელიც თითქმის 200 წელიწადს გაგრძელდა და ევრაზიის დიდი ნაწილის ტერიტორიული და პოლიტიკურ-ეკონომიკური მეტამორფოზა განაპირობა.



2005 ნომერი 13

ალავერდის სავანის დაარსების ისტორიიდან და მისი სახელწოდების მნიშვნელობისათვის

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

ალავერდის წმ. გიორგის სალოცავი თავის ზებუნებრივი ძალით ძველთაგანვე განთქმული იყო მთელს საქართველოში. წმ. გიორგის ამ სალოცავს არც არაქრისტიანი თაყვანისმცემლები აკლდა კავკასიიის სხვადასხვა მხარიდან. ალავერდში დანაფიცი ყველანაირ პოლიტიკურ გარანტიასაც აღემატებოდა. საამისოდ ერთი საგულისხმო მაგალითის მოყვანა შეიძლება ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან...



1 | 2 | 3 | 4 | դ | գ
Powered by BootstrapMade