2010 ნომერი 22 ადრებრინჯაოს ხანის კოლექტიური გორასამარხები ივრისპირებიდან შეტანის თარიღი: 2011-11-11 ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი |
მდ. ივრის ზეგანზე კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ დღემდე გამოვლენილი და შესწავლილია ადრეული, მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი, ერთ ათეულამდე გორასამარხი. ნაწილი გამოქვეყნებულია (მაშნაარი I და II, ზეიანის # 2), ნაწილი კი დღემდე გამოუქვეყნებელია. სამარხები იმითაცაა საინტერესო, რომ ყველა კოლექტიურია. ზოგ მათგანში ექვს ათეულამდე ადამიანია დაკრძალული. ამჯერად განხილული იქნება კაჭრეთის # 3, ოლეს (სოფ. მაღარო, სიღნაღის რ-ნი) და ტარიბანას # 1 გორა-სამარხები. |
2010 ნომერი 22 ცხენის გამოსახულებები ძველ საქართველოში და მეცხენეობასთან დაკავშირებული სახელწოდებები ქართულში შეტანის თარიღი: 2010-11-11 ავტორ(ებ)ი: ქეთევან რამიშვილი |
სხვადასხვა ეპოქის მცირე პლასტიკის მრავალრიცხოვან ნიმუშებს შორის, რომლებიც უპირატესად ლითონისგანაა დამზადებული, მკვლევართა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ცხენის ფიგურები თუ მისი გრაფიკული გამოსახულებები. |
2010 ნომერი 22 ქართული ხალხური ცეკვის პირველწყაროები შეტანის თარიღი: 2010-04-11 ავტორ(ებ)ი: ლარისა ჩხეიძე |
ამ წერილის ავტორს გამოკვლეული აქვს ქართული საცეკვაო ფორმაციების პირველწყაროები არქეოლოგიური ნივთების აღმოჩენების საფუძველზე. |
2010 ნომერი 22 სესხი და ვალი ძველ შუამდინარეთში შეტანის თარიღი: 2010-04-11 ავტორ(ებ)ი: ნინო ახუაშვილი |
შუამდინარეთში ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან იწყებს განვითარებას სასესხებო-სავალო ურთიერთობები, რასაც ადასტურებს ამ პერიოდის შუამდინარული ტექსტები. ეს ფაქტი უფლებას გვაძლევს ჩავთვალოთ, რომ სწორედ შუამდინარეთი არის სასესხებო-სავალო ურთიერთობების წარმოქმნის ადგილი. |