2012 ნომერი 24 თრიალეთის კულტურის ლითონის ჭურჭლის ანალოგების შესახებ კერამიკულ პროდუქციაში შეტანის თარიღი: 2012-11-11 ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი |
თრიალეთის კულტურას თავისებურ და გამორჩეულად ელიტურ ელფერს, სხვა მასალებთან ერთად ლითონის ჭურჭელიც ანიჭებს.მკვლევართა აზრით, თრიალეთის კულტურაში კერამიკასა და ოქრომჭედლობის ნიმუშებზე დეკორის ცალკეული დეტალების და ორნამენტული მოტივების მსგავსება იმის დასტურია, რომ ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი, დამოუკიდებელი მხატვრული კერა არსებობდა. თრიალეთის კულტურის მასალებთან დაკავშირებით ჩანს, რომ ამ ეპოქაში ადგილი ჰქონდა ლითონის ნაკეთობების ფორმების და ორნამენტის გამეორებას სხვა უფრო ადვილად მოსაპოვებელი მასალისაგან დამზადებულ ნივთებში. პრესტიჟული ნივთების მინაბაძების დამზადება პრეისტორიულ ეპოქაში ცნობილი მოვლენაა და მას უამრავი პარალელი აქვს. ლითონის არტეფაქტების სხვა მასალისგან დამზადებულ ნაკეთობებთან მსგავსების ფაქტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასევე რელატიური ქრონოლოგიის საკითხების განხილვისას. რადგანაც ასეთი მსგავსება ცალკეულ ძეგლებს შორის მათ ქრონოლოგიურ სიახლოვეზე უნდა მიუთითებდეს. |
2012 ნომერი 24 თეთრამიწის ენეოლითური ნამოსახლარი შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ნიკოლოზ ცქვიტინიძე |
თეთრამიწის ნამოსახლარი მდებარეობს ქუთაისის მიდამოში, მდ. რიონის მარჯვენა ნაპირის დიდი ზომის გორაზე, რომელსაც რამდენიმე ჰექტარი უკავია. თეთრამიწის სამოსახლოს ნაშთი საყურადღებო ძეგლია უპირველეს ყოვლისა იმ ნიმუშების გამო, რომლებიც აქ დადასტურდა. კოლექცია შეიცავს, როგორც პალეოლითურ, ასევე ნეოლითურ და ენელოითურ მასალასა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ ძეგლებს შორის, თეთრამიწის ნამოსახლარი ყველაზე გამორჩეულია, რადგან დღემდე გათხრილ "ღია" ტიპის ნამოსახლარებზე მხოლოდ თეთრამიწაზეა დადასტურებული პალეოლითური, ნეოლითური და ენეოლითური მასალა ერთად, რის გამოც თეთრამიწის კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და მრავალკომპონენტიანია. მოპოვებული მასალის ძირითადი ნაწილი ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება, ხოლო კოლექციის ძალზე მცირე ნაწილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქვის ხანის ფონდში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ საქართველოს "ღია" ტიპის ენეოლითური ნამოსახლარები შედარებით ცუდადაა შესწავლილი და ამ ტიპის მხოლოდ სამი ძეგლია გამოვლენილი. |
2012 ნომერი 24 2011 წლის ივნისის საველე არქეოლოგიური დაზვერვების ანგარიში შეტანის თარიღი: 2012-12-11 ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი |
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კახეთის არქეოლოგიური რაზმი, 2011 წლის 3-16 ივნისს, აგრძელებდა ”სახელმწიფოს სათავეებთთან კავკასიაში" პროექტით გათვალისწინებულ არქეოლოგიურ დაზვერვებს იორ-ალაზნის აუზში, არქეოლოგიური რუკის შესაქმნელად. იმავდროულად, ექსპედიციას ჰქონდა სასწავლო-შემეცნებითი ფუნქციაც, რადგან მასში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს საველე არქეოლოგიის საფუძვლების კურსი. ექსპედიციამ წარმატებით ჩაიარა. აღმოაჩინა და დააფიქსირა სხვადასხვა პერიოდის 43 ძეგლი (ნამოსახლარი, ყორღანული ველი, სამაროვანი და სხვა). ვიძლევით ძეგლების აღწერას და მათ კოორდინატებს. |
2012 ნომერი 24 შეტანის თარიღი: 2012-11-11 ავტორ(ებ)ი: ლამარა ნებიერიძე, ნიკოლოზ ცქვიტინიძე |
ამ ბოლო დროს სამეცნიერო ლიტერატურაში გამოითქვა მოსაზრებები კავკასიაში ნეოლითის არარსებობის შესახებ. ნაშრომის მიზანია, აჩვენოს რეალური მდგომარეობა დასავლეთ კავკასიის ნეოლითური ძეგლების განხილვის მაგალითზე. |