?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2019 ნომერი 32

ნომრის თავფურცელი

შეტანის თარიღი: 2019-10-24

ავტორ(ებ)ი: სარედაქციო კოლეგია

ჟურნალ "ამირანის" 32-ე ნომრის თავფურცელი



2019 ნომერი 32

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამრეკლოზე 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიში

შეტანის თარიღი: 2019-10-11

ავტორ(ებ)ი: სიმონე არნჰოლდი, პაატა ბუხრაშვილი, შორენა დავითაშვილი

ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთით, დაახლოებით 1,5 კილომეტრის მოშორებით მდებარე ბორცვზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „საყარაულო სერს“ უწოდებს და რომელიც სამცნიერო ლიტერატურაში "სამრეკლო"-ს სახელწოდებითაა ცნობილი, საანგარიშო წლის 30 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები (რაზმის ხელ-ბი: პროფ. პაატა ბუხრაშვილი და დოქტორი სიმონე არნჰოლდი). სამკვირიანი გათხრების დასრულების შემდეგ ერთი კვირა დაეთმო კამერალურ სამუშაოებს.



2019 ნომერი 32

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰალლეს მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის მიერ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, 2019 წელს ჩატარებული ერთობლივი არქეოლოგიური სამუშაოების მოკლე ანგარიში.

შეტანის თარიღი: 2019-10-11

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი, ფელიქს ბლოხერი, სიმონე არნჰოლდი, შორენა დავითაშვილი, ზურაბ ცქვიტინიძე

სამეცნიერო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე მესამე წელია, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევის ცენტრი, საუნივერსიტეტო სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი პროექტის - "კავკასიაში სახელმწიფოებრიობის სათავეებთან" ფარგლებში, ჰალლეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან ერთად, კახეთის მხარეში, ივრის ზეგანზე აწარმოებს არქეოლოგიურ გათხრით სამუშაოებს. მიმდინარე საანგარიშო 2019 წელს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გაერთიანებულმა ქართულ-გერმანულმა არქეოლოგიურ ექსპედიციამ, რომლის შემადგენლობაც ქართველი და გერმანელი პროფესორებისა და სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული, და რომელიც დაფინანსდა გერდა ჰენკელისა და გერმანიის აღმოსავლური საზოგადოების მიერ, გათხრითი სამუშაოები ჩაატარა: 1. სოფ. სამრეკლოს მახლობლად მდებარე ე. წ. "საყარაულო სერზე" და 2. მთა "ნაზარლებზე" წინა წლებში გამოვლენილი სამლოცველოს შესასწავლად.



1 | 2 | 3 | 4 | դ | գ
Powered by BootstrapMade