?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2016 ნომერი 28

სიონის კულტურა და რამდენიმე სადისკუსიო საკითხი

შეტანის თარიღი: 2016-10-20

ავტორ(ებ)ი: შორენა დავითაშვილი

V-IV ათასწლეულების მიჯნაზე კავკასიაში თავს იჩენს არქეოლოგიური კულტურა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში თამაზ კიღურაძის კვლევის საფუძველზე სიონის კულტურის სახელწოდებითაა დამკვიდრებული. მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ეს არა ლოკალური, არამედ დაფარვის ფართე არეალის მქონე კულტურაა, რომელიც ანატოლიასა და ირანშიც იჩენს თავს, საერთაშორისო ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.



2016 ნომერი 28

თრიალეთის კულტურის რამდენიმე არტეფაქტის წარმომავლობის საკითხისთვის

შეტანის თარიღი: 2016-10-20

ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი

თრიალეთის შუაბრინჯაოს ხანის კულტურის საგარეო კავშირების საკითხის კვლევას დიდი ისტორია აქვს და მისი წამოწყება ამ კულტურის აღმომჩენის აკად. ბ. კუფტინის სახელს უკავშირდება.
თრიალეთის შუაბრინჯაოს ხანის გორასამარხების შესახებ გამოქვეყნებულ პირველივე ნაშრომებში მითითებულ იქნა სამხრეთკავკასიური ხელოვნების ნიმუშების წინააზიური პარალელების შესახებ.
დღეისათვის ამ თემაზე მრავალი გამოკვლევა არსებობს როგორც ადგილობრივი, კავკასიელი ისე უცხოელი მეცნიერების მიერ. თუმცა საკითხი შემდგომ კვლევას საჭიროებს. სტატიის მიზანს წარმოადგენს ყურადღება იქნეს გამახვილებული თრიალეთის კულტურის რამდენიმე არტეფაქტის წარმომავლობის შესახებ, რომლებიც აშკარად ასახავს თრიალეთის კულტურის ხანაში ძველაღმოსავლურ სამყაროსთან არსებულ ურთიერთობებს.



2016 ნომერი 28

კოლხეთის მთისწინა ზოლისა და მთიანეთის სამოსახლოდ ათვისების საკითხები ბრინჯაოს ხანაში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

კოლხე­თში ბრინჯაოს მეტალურგიულ წამოებასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემათა შორის ყურადღებას იპყრობს ერთი მეტად საინტერესო საკითხი. კერძოდ, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდზე განლაგებულ სამთამადნო წარმოების ძეგლებთან (მთიანი აფხაზეთი, სვანეთი, ზემო რაჭა) ახლოს ან მიმ­დე­ბა­რე­ ტერიტორიებზე არსებობდა თუ არა ე.წ. სამთო-მეტალურგიული დასახლებები. ამ თვალსაზრისით ასევე მხედველობაში გვაქვს მცირე კავკასიონის მთიანეთში განფენილი სპილენძის საბადოებისა და პოლიმეტალური მადნების გავრცელების ზონა (გურია-აჭარის მხარე, მდ. აჭარისწყლის, მდინარე მერისის, ხეობათა ზემო წელი, მდ. ნატანებისა და ბახვისწყლის სათავეები), სადაც მართალია სპილენძის ძველი გამონამუშევრების კვალი არ დასტურდება, მაგრამ შესაძლოა შორეულ წარსულში ეს საბადოები პოტენციურად დამუშავების ობიექტები ყოფილი­ყვნენ და მათი კვალი დროთა განმავლობაში გამქრალიყო.



2016 ნომერი 28

კოლხური კულტურის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის განძებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხისათვის

შეტანის თარიღი: 2016-10-20

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

კოლხური კულტურის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის განძები არაერთ მკვლევარს აქვს განიხილული, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. მიუხედავად ამისა კვლავ რჩება ამ კატეგორიის ძეგლებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, რომელიც ჩვენის აზრით, სამეცნიერო ლიტერატურაში ნაკლებადაა გაშუქებული. წინასწარ აღვნიშნავთ, რომ ასეთს უნდა მიეკუთვნოს შემდეგი საკითხები: იმის გამო, რომ ბრინჯაოს განძებს მიწის სამუშაოებისას ყველაზე ხშირად შემთხვევით პოულობდნენ არაპროფესიონალი ადამიანები, ბუნებრივია ნაკლები ყურადღება ეთმობოდა განძების აღმოჩენის ვითარების გარკვევას და ბევრი რამ შეუმჩნეველი რჩებოდა.



1 | 2 | դ | գ
Powered by BootstrapMade