?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2009 ნომერი 21

თრიალეთის კულტურის ეგეოსურ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხისათვის

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი

ეგეოსურ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხი თრიალეთის კულტურის აღმოჩენასთან ერთად წარმოიშვა და დღემდე ერთ-ერთ გადაუჭრელ სამეცნიერო პრობლემად რჩება. ამ კულტურის აღმომჩენი პროფ. ბ. კუფტინი ჯერ კიდევ XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში მიუთითებდა თრიალეთის გორასამარხებში აღმოჩენილი ცალკეული არტეფაქტების მსგავსებაზე კრეტის და კონტინენტური საბერძნეთის ბრინჯაოს ხანის მასალებთან.



2009 ნომერი 21

III-IV საუკუნეების ზოომორფული ფიბულები

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ქეთევან რამიშვილი

XX საუკუნის II ნახევარში საქართველოში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაგროვდა ბრინჯაოსა და ვერცხლისაგან დამზადებული საკმაოდ მრავალრიცხოვანი ზოომორფული (ცხოველსახოვანი) გამოსახულებები, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში ქართული მატერიალური კულტურისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული საკითხების კვლევის მნიშვნელოვან პირველწყაროდაა მიჩნეული.



2009 ნომერი 21

ანტეფიქსი ალავერდის მონასტრიდან

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: კახი წერეთელი, მალხაზ ცინდელიანი

2006 წელს არქეოლოგიური გათხრები წარმოებდა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაბალ პალატში, რომელიც საკველევი არქიტექტურული ანსამბლის ერთ-ერთ ადრეულ ნაგებობადაა მიჩნეული და სპეციალურ ლიტერატურაში წმინდა გიორგის კათედრალური ტაძრის თანადროულ ანუ XI საუკუნის ნაგებობად განიხილება.



2009 ნომერი 21

Haoma

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ულრიკა სოდერლინდი

ეს სტატია შეეხება haoma-ს, როგორც ტოქსიკურ რელიგიურ სასმელს და მის გამოყენებას ზარატუსტრას მიმდევრებისა და თაყვანისმცემლების მიერ. წმინდა სასმელი haoma უკვე მრავალი მკვლევარის ინტერესს წარმოადგენს მისი მათრობელა ეფექტების გამო. ძალიან რთულია იმის დადგენა, თუ რა შემადგენლობისა იყო ეს სასმელი. სანამ განვიხილავდეთ სასმელს და მის რიტუალებს, მოკლე შესავალს გავაკეთებ ძველი სპარსული რელიგიური წარმოდგენების შესახებ და რა ფესვები აქვს ზარატუსტრას სწავლებას.



1 | 2 | 3 | 4 | 5 | դ | գ
Powered by BootstrapMade