2004 ნომერი 10 წმინდა იოანე და ზედაზნის სავანე შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე |
ქართლის სამეფოს დედაქალაქის მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1350 მ-ის სიმაღლეზე აღმართულია საგურამოს ქედის ერთ-ერთი მწვერვალი – დიდებული ზედაზნის მონასტერი. |
2004 ნომერი 10 "ქმრის" აღმნიშვნელი ტერმინები სპარსულ ენაში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ქეთევან კიკვიძე |
სპარსული ტექსტების თანახმად, ქორწინებას მფრაველობდა ყოვლისშემძლე ღმერთი. ზარათუშთრას შეკითხვაზე, თუ რას მოაქვს ქვეყანაზე ბედნიერება, აჰურამაზდა პასუხობს: კეთილშობილი კაცი უნდა ცხოვრობდეს თავისი ხელით აშენებულ მშვენიერ სახლში, სადაც იქნება ცეცხლი, საქონელი, ცოლი და ბავშვები. |
2004 ნომერი 10 ტრადიციული ფორმების ინტერპრეტაცია თანამედროვე ხელოვნებაში - გუჯი ამაშუკელი შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ნინო ხუციშვილი |
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ოქრომქანდაკებლის, ელგუჯა (გუჯი) გიორგის ძე ამაშუკელის შემოქმედება გამორჩეულ მოვლენას წარმოადენს XX საუკუნის ბოლო მეოთხედის გამოყენებითი ხელოვნების ისტორიაში. მისი შემოქმედებითი წარმატება, ხელოვანის უდიდეს ოსტატობასთან ერთად მნიშვნელოვანწილად განაპირობა მხატვრის მიერ არჩეულმა კრედომ - ტრადიციებისადმი ერთგულებამ. |
2004 ნომერი 10 შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ქევინ თუითი, პაატა ბუხრაშვილი |
ფშავ-ხევსურეთში საველე მუშაობის პროცესში, პარალელურად, ვკრებდით ბიოგრაფიულ ცნობებს იქაურ ხევისბერთა (განსაკუთრებით ცნობილი თავხევისბერის ბიჭურ ბადრიშვილის) შესახებაც. ეს პიროვნებები ხალხსა და ღმერთს შორის იდგენენ და გამომდინარე აქიდან, საკმაოდ დიდი იყო მათი გავლენა აქაურ მოსახლეობაზე. ღვთისმსახურებასთან ერთად, ხევისბერთა ერთერთი უმთავრესი ფუნქცია მორალური კატეგორიებისდმი ერთგულება და მათი განუხრელი დაცვაც იყო - "სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს, ცდუნება არა სძირავდეს". დახმარებისათვის მივმართეთ ისტ. მეცნ. დოქტორს, პროფ. თინათინ ოჩიაურს და ვთხოვეთ, მოეთხრო რაიმე ამ პიროვნებების შესახებ. |