2005 ნომერი 13 კავკასიის ხალხთა ერთობის საკითხის ისტორიისათვის შეტანის თარიღი: 2009-12-05 ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
კავკასია ოდითგანვე წარმოადგენდა ერთიან, მონათესავე ტომებით (იბერიულ-კავკასიური ტომები) დასახლებულ გეოპოლიტიკურ რეგიონს. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართულ საისტორიო-ჟამთაღმწერლობით თხზულებათა უპირველესი კრებული "ქართლის ცხოვრება" კავკასიის მოსახლე ტომებს მოიხსენიებს შემდეგი სახელებით: "კავკასნი", "შვილნი კავკასისნი", "ნათესავნი კავკასისნი", "ყოველნი კავკასიის ნათესავნი" და ა.შ. |
2005 ნომერი 13 სომეხთა ეროვნული საბჭოს საქმიანობის ასპექტები საქართველოში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ეკა კვაჭანტირაძე |
1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური კონტრრევოლუციური გადატრიალების შემდეგ უფლებამოსილება დაკარგა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანომ – ამიერკავკასიის განსაკუთრებულმა კომიტეტმა (ოზაკომმა). სამხრეთ კავკასიის ეროვნულმა ძალებმა დაიწყეს ზრუნვა პოლიტიკური თავისუფლებისათვის, ლეგალური ხელისუფლების ორგანოების ფორმირებისათვის, რის გამოხატულებასაც ეროვნული საბჭოების შექმნა წარმოადგენდა. |
2005 ნომერი 13 ერთი ხელნაწერის წარმომავლობისათვის შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: თამარ ცოფურაშვილი |
431 წელს ეფესოში ჩატარდა III მსოფლიო კრება, რომელმაც განკვეთა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნესტორი და მისი მოძღვრება მწვალებლობად გამოაცხადა. ამ მოვლენას წინ უძღოდა ხანგრძლივი დაპირისპირება ანტიოქიურ და ალექსანდრიულ ეკლესიებს შორის, რომელიც ზემოხსენებული კრებით დაგვირგვინდა. კირილე ალექსანდრიელი, თეოდოტი ანკვირელი, პროკლე კიზიკიელი, თეოდორიტე კვირელი და თავად ნესტორი- აი, იმ საეკლესიო მოღვაწეთა არასრული სია, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ეფესოს კრებასთან დაკავშირებულ მოვლენებში და, რომელთა თხზულებებმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს მსოფლიო ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიაში. |
2005 ნომერი 13 კირილე ალექსანდრიელის "ცხოვრებები" ქართულ ხელნაწერებში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: თამარ ცოფურაშვილი |
კირილე ალექსანდრიელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა საეკლესიო ისტორიაში. მან მეტად საინტერესო ცხოვრებისეული გზა განვლო, რომელმაც ალექსანდრიის პატრიარქის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ მხრივ განსკუთრებით აღსანიშნავია მისი დაპირისპირება კონსტანტინოპოლის პატრიარქ ნესტორთან, რაც ეფესოს III მსოფლიო კრებით დამთავრდა. |