2006 ნომერი 14 ძველი ქართული სამონასტრო ცხოვრების თავისებურებანი შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე |
პერიოდი, რომელშიც სირიელ მამათა მობრძანება და მათ მიერ სამონასტრო ორგანიზაციის ჩამოყალიბება თავსდება, მეტად მძიმე პოლიტიკურ-კულტურული ასპექტებით ხასიათდება. ასეთი სერიოზულად პრობლემატური ფონიდან გამომდინარე, ქართულ სინამდვილეში დაარსებულ მონასტერს დიდი ეროვნულ-სარწმუნოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. |
2006 ნომერი 14 შუაგული ამიერკავკასია - ფორპოსტი თუ პლაცდარმი თანამედროვე გეოპოლიტიკურ თამაშებში? შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: გიორგი ქავთარაძე |
ამიერკავკასია (და კერძოდ საქართველო) მდებარეობს არა მხოლოდ გეოგრაფიულად - დედამიწის ოთხივე მხარის გზაჯვარედინზე, გზაჯვარედინზე ქრონოლოგიური თვალთახედვითაც - ძველ, ტოტალიტარულ და ახალ, დემოკრატიულ სამყაროებს შორის. |
2006 ნომერი 14 კავკასიოლოგიური კვლევები იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის "სამეცნიერო ჟურნალში" შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: მიხეილ ეკარდტი |
სტასტიაში მიმოხილულია იენის (გერმანია) უნივერსიტეტში გაშლილი კავკასიოლოგიური კვლევების მოკლე ისტორია და მოცემულია აღნიშნულ თემატიკაზე უნივერსიტეტის შრომებში - "სამეცნიერო ჟურნალში" 1965-1990 წ.წ. გამოქვეყნებული სტატიების მოკლე ბიბლიოგრაფია. |
2006 ნომერი 14 ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ბიოგრაფიისათვის შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
2005 წელი მეტად ფასეული იყო ქართული ეროვნული ცნობიერებისა და სულისკვეთების განმტკიცებისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის. მხედველობაში გვაქვს გამოჩენილი ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერის, პოლკოვნიკ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის (1888-1930) სამშობლოში გადმოსვენება. |