?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2006 ნომერი 14

ევროპა - ძალა ერთობაშია

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: შოთა დოღონაძე

ერთიანობის, საყოველთაო მშვიდობისა და კეთილდღეობის იდეები უხსოვარი დროიდან უბიძგებს ადამიანებს ეძებონ ცხოვრების მოწყობის ისეთი ფორმები და საშუალებები, რომელიც უკეთ შეძლებს მათი კეთილშობილი მიზნების განხორციელებას - პლანეტაზე, დაპირისპირებებისა და ომების ნაცვლად, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას დაამკვიდრებს. სამწუხაროდ, მრავალი საუკუნის განმავლობაში ეს შეუძლებელი იყო.



2006 ნომერი 14

რამდენიმე სიტყვა პრეზიდენტს...

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

თავიდანვე ვიტყვი, რომ 2003 წლის ბოლოსათვის, მეც ერთ-ერთ თქვენს მხარდამჭერად მიმიჩნევდნენ მეგობრები, ახლობლები თუ მეზობლები (იხ. ქსელური გვერდი www.gisurvebt.com). იმ დროს ქართველმა ერმა, თქვენზე შეაჩერა არჩევანი, როგორც საერთო-ეროვნული რისხვის მორევს ქაფადმომდგარზე და მე მგონი, კარგად ხვდებით თუ რატომაც - მიგიჩნიათ ალტერნატივად პიროვნებისა, რომელიც ქართველ ერს არც არასოდეს მიუღია ლიდერად და პრეზიდენტად და რომლის სახელსაც როგორც ადრე, არც ახლა ვახსენებ, ისევე როგორც უხსენებელისას.



2006 ნომერი 14

ენობრივი სიტუიციის სინქრონიული და დიაქრონიული ასპექტები

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ტარიელ სიხარულიძე

ენობრივი სიტუაცია სოციოლინგვისტიკის ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა, რომელიც ასახავს განსაზღვრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ სივრცეში ენათა სტატუსებს, მათ ფუნქციურ დატვირთვას, მდგომარეობას, გეოგრაფიულ გავრცელებას... ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი მასალის საფუძველზე განიხილება ენობრივი სიტუაციის სინქრონიული და დიაქრონიული ასპექტები საქართველოში. წარმოჩენილია ამ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის შესწავლის მიზანშეწონილობა "ისტორიული პარადიგმების ცვლილებების" ეპოქაში.



2006 ნომერი 14

უდიური ენის ზოგიერთი ხმოვნის კომპიუტერული კვლევის შესახებ

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ირინე ლობჟანიძე

ფონეტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილია - ექსპერიმენტული ფონეტიკა, რომელიც ბგერების ბუნების კვლევისას ფართოდ იყენებს სპეციალურ ჩამწერ აპარატურას (პალატოგრამების მეთოდი, კიმოგრაფული, მაგნიტოფონური ჩანაწერი, რეტგენოსკოპია, სპექტროსკოპია, ოსცილოგრაფია და ა.შ.). ექსპერიმენტული ფონეტიკის მიერ გამოყენებული მეთოდების საშუალებით რეგისტრირდება მრუდთა სახით, საწარმოთქმო ორგანოებისა და ჰაერის ტალღის მოძრაობათა უმცირესი ელემენტებიც კი; ამ გზით შესაძლებელი შეიქმნა ბგერათწარმოქმნის გაზომვა და გამოანგარიშება.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | դ | գ
Powered by BootstrapMade