|
2007 ნომერი 17 XX საუკუნის ქართული მედლები (მოქანდაკე ლამარა ქველიძე) შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ნათია უღრელიძე |
მოქანდაკე ლამარა ქველიძემ ქართულ და არა მარტო ქართულ სახვით ხელოვნებაში საპატიო ადგილი დაიკავა. მას საქართველოში სამედალიონო ხელოვნების განვითარების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. იგი დაიბადა 1937 წ. 7 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1959-1965 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე ნ. კანდელაკის კლასში. ასევე მისი პედაგოგები იყვნენ: ს. ქობულაძე, გ. ოჩიაური, ვ. შუხაევი. |
|
2007 ნომერი 17 სოც-რეალიზმი და ქართული სახვითი ხელოვნება კორნელი სანაძის შემოქმედებაში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ლელა მიქაბერიძე |
XX საუკუნის ბოლო 70 წელი ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნისთვის ქართული სახვითი ხელოვნება დოგმატურ, კარჩაკეტილ, ერთპიროვნულ აზროვნებას ექვემდებარებოდა და ეს აზრი გარკვეულწილად მართალიცაა; ბევრმა მხატვარმა ვერ შეძლო ცდუნებისთვის გაეძლო (სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რეგალიები და სხვა), მაგრამ ისინი ხელისუფლებას მთლად ერთგულად მაინც არ ემსახურებოდნენ, რადგან ზოგიერთი მათგანი ფიქრობდა, რომ მდგომარეობას თვითონ იყენებდა. |
|
2007 ნომერი 17 სალუსტიუსის ინვექტივა მარკუს ტულიუს ციცერონის წინააღმდეგ შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: გიორგი ქაჯაია |
რომაულ ლიტერატურაში გაიუს სალუსტიუს კრისპუსს (86-35) განსაკუთრებული ადგილი უჭირავს როგორც თავისი ისტორიული კონცეფციით, ისე სტილისა და თხრობის თავისებურებებით.
|
|
2007 ნომერი 17 კულტურის სფეროში სამართლებრივი ვალდებულებების ზოგიერთი ასპექტი შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: გიორგი ჭილაძე |
"კულტურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კულტურის სფერო არის ისტორიულ-კულტურული ტერიტორიები და ობიექტები, შენობა-ნაგებობები, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლები, ფოლკლორი, მხატვრული სუვენირი, ხალხური რეწვა და ხელობა, პროფესიული ხელოვნება და ლიტერატურა, სახელოვნებო განათლება და მასთან დაკავშირებული პედაგოგიკა, სამეცნიერო კვლევა და მეთოდიკა, ტექნოლოგიები, კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის პოპულარიზაცია და გაშუქება, კულტურულ-გასართობი, შემეცნებითი პროგრამები და შოუ-ბიზნესი. |