?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2007 ნომერი 17

XX საუკუნის ქართული მედლები (მოქანდაკე ლამარა ქველიძე)

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ნათია უღრელიძე

მოქანდაკე ლამარა ქველიძემ ქართულ და არა მარტო ქართულ სახვით ხელოვნებაში საპატიო ადგილი დაიკავა. მას საქართველოში სამედალიონო ხელოვნების განვითარების საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. იგი დაიბადა 1937 წ. 7 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1959-1965 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე ნ. კანდელაკის კლასში. ასევე მისი პედაგოგები იყვნენ: ს. ქობულაძე, გ. ოჩიაური, ვ. შუხაევი.



2007 ნომერი 17

ბროწეულის სიმბოლოს შესწავლის საკითხისათვის

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მარიკა მშვილდაძე, ქეთევან დიღმელაშვილი

ბროწეული ნაყოფიერების, უკვდავებისა და განახლების სიმბოლო, რომელიც გავრცელებული იყო ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხებში, ჩვენი აზრით, ქრისტიანულ რელიგიაში უნდა შესულიყო ერთის მხრივ, ძველი აღთქმის, ხოლო მეორეს მხრივ, ელინურ-რომაული სამყაროს გავლენით.



2007 ნომერი 17

კოლხეთის სანაპირო ზონის გეოეკოლოგია ზღვის დონის მოსალოდნელი ამაღლების პირობებში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე

XXI საუკუნეში აშკარად შეინიშნება ატმოსფეროს სათბურის ეფექტის გაძლიერება. მკვლევარები ამ ფაქტს უკავშირებენ სათბობი რესურსების ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი რაოდენობით გამოყენებას, სოფლის მეურნეობის განვითარპებას, ტყეების ინტენსიურ გაჩეხვას და სხვა მიზეზებს.



2007 ნომერი 17

გარეჯის არქეოლოგიური ძეგლების პალეოგეოგრაფიული ინტერპრეტაცია

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე

საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ივრის ზეგნის ცენტრალურ უბანზე – გარეჯა-ივრის რეგიონში, რომელიც მაღალი საკონსერვაციო ღირებულების ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიუხვით გამოირჩევა (დავით-გარეჯის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსები, კლდეში ნაკვეთი ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშები), არქეოლოგების მიერ გამოვლენილი იქნა პალეოლითის ხანისა და ბრინჯაოს ხანის ყველა საფეხურის (ძვ. წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევარი – II ათასწლეულის დასასრული) არქეოლოგიური ძეგლების (ნაქალაქარები, ნასოფლარები, ყორღანული სამარხები) მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო კომპლექსები.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | դ | գ
Powered by BootstrapMade