?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2008 ნომერი 19

ზედაზნის მონასტრის დაარსების ისტორიიდან და მისი სახელწოდების შესახებ

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

535 წლისათვის "წინამძღრობითა სულისა წმიდისაითა" ქართველთ სამკვიდროში მონაზონთა მცირე გუნდთან ერთად შემოაბიჯა ამ დროისათვის თავის ქვეყანაში უკვე სახელგანთქმულმა ასკეტმა, "ასურით აღმომზენმა" მამა იოანემ. ასურეთიდან ქართლში გამომგზავრების გამო იგი შედარებულია ბიბლიურ მამათმთავარ აბრაამთან, რომელმაც უფლის მოწოდებით დატოვა ძველი საცხოვრისი და აღთქმული ქვეყნისკენ გაემართა.



2008 ნომერი 19

ისტორიული მეხსიერება და მისი შესწავლის ძირითადი ტენდენციები

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ეკა კვაჭანტირაძე

ისტორია ესაა კაცობრიობის ცოცხალი მეხსიერება, მეხსიერების ხელოვნება. ისტორიული მეხსიერება არ არის მხოლოდ წარსულზე ინფორმაციათა ერთობლიობა, არამედ წარსულის მიზანმიმართული გააზრება, რომელიც მნიშვნელოვანია ცალკეული ინდივიდის თუ საზოგადოებისათვის. ისტორიული მეხსიერების სტრუქტურის მთავარი შემადგენელი ელემენტია ინდივიდის ან სოციუმის თვითიდენტობის მოთხოვნილება, რის გამოც დროის სხვადასხვა პერიოდში აქტუალური ხდება წარსულის გამოცდილების მხოლოდ ესა თუ ის მომენტი და არა მთლიანად წარსული.



2008 ნომერი 19

ქართული დიასპორის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა აზერბაიჯანში XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მაია ბარიხაშვილი

ნაშრომში შესწავლილია აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. ამ კუთხით რამდენიმე გარემოების გამო ჰერეთის ქართველების მდგომარეობა არ გავქვს განხილული. აღნიშნულ პერიოდში ისტორიული ზაქათლის ოლქი აზერბაიჯანის შემადგენლობაში არ შედიოდა. იგი საქართველოს შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა რუსეთის იმპერიაში.



2008 ნომერი 19

ქრისტეფორე რაჭველიშვილის ბიოგრაფიისათვის

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე

ქართველი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი 1937 წელს კომუნისტური რეჟიმის მიერ დახვრეტილი თვალსაჩინო მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ქრისტეფორე რაჭველიშვილის (1894-1937) სახელი. მას იცნობენ, როგორც შესანიშნავ ისტორიკოსსა და ფილოლოგს, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებზე შექმნილი შესანიშნავი ნაშრომების ავტორს, ნიჭიერ პუბლიცისტს და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიის მკვლევარს.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | դ | գ
Powered by BootstrapMade