2008 ნომერი 19 ბარბარე ყიფიანის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის 1910-იანი წლების პირველ ნახევარში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
1900-იანი წლების მეორე ნახევრიდან ბელგიაში ფართო სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე, დიდი მამულიშვილის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი ბარბარე ყიფიანი (1879-1965), რომლის მამა, ცნობილი კულტუროლოგი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი ნიკოლოზ ყიფიანი (1846-1905) 1890-1905 წლებში ბრიუსელის უნივერსიტეტის სიტყვიერების პროფესორი იყო. |
2008 ნომერი 19 ექიმი დავით დიმიტრის ძე მგელაძე შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: მარინე ბულეიშვილი |
ისეთ ღვაწლმოსილ და კეთილშობილ პიროვნებათა ხსოვნა, როგორიც იყო ექიმი დავით დიმიტრის ძე მგელაძე, არ უნდა წაიშალოს საზოგადოების მეხსიერებიდან.
|
2008 ნომერი 19 ნაციონალიზმი საქართველოში პოლიტიკური ანთროპოლოგიის პერსპექტივიდან შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: მაია რაზმაძე |
წინამდებარე სტატია მიმოიხილავს ნაციონალიზმის მნიშვნელობას, მის გამოვლინებებს და მის როლს საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ზოგადად, ყოფილ საბჭოთა კავშირში და კერძოდ საბჭოთა საქართველოში. ნაციონალიზმი გამოიხატებოდა სხვადასხვა სახით და თამაშობდა გარკვეულწილად მნიშვნელოვან როლს როგორც პოლიტიკურ და ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. |
2008 ნომერი 19 ზვიად გამსახურდია (შტრიხები პოლიტიკური პორტრეტისათვის) შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: მიხეილ ქართველიშვილი |
<საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში თავისი დაძაბულობითა და დრამატიზმით გამორჩეული ადგილი უჭირავს XX საუკუნეს. მრავლისმეტყველია თუნდაც ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ასწლეულში ქართველმა ერმა ორჯერ (1918 და 1991 წელს) შეძლო დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენა. ორჯერ შეგვეძლო მსოფლიო საზოგადოებაში კუთვნილი ღირსეული ადგილის დაკავება, მაგრამ ორივე შემთხვევაში გარე და შიდა მხარეების ერთობლივი ძალისხმევით ეს შანსი სამწუხაროდ დავკარგეთ./p> |