?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2008 ნომერი 19

რას გვერჩის რუსეთი?

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: თემურ დაშნიანი

დარწმუნებული ვარ, ამ კითხვას ხშირად უსვამენ საკუთარ თავს ჩვენი თანამემამულეები (ვინ იცის, არა მარტო ისინი) და გონიერ პასუხს ვერ პოულობენ.
მართლაც, ერთი შეხედვით კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის აბსოლუტურად გაუგებარია: ტერიტორიული თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანა, ტერიტორიების გამო ებრძვის (ხან პირდაპირ იარაღით, ხან ეკონომიურად, ხან პოლიტიკურად) ტერიტორიული თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქვეყანას.



2008 ნომერი 19

გრიგოლ რობაქიძის "ქალაქი" ფენომენი და ევროპის ცივილიზაციის კრიზისი

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ეკა ცხადაძე

დიდმა მოაზროვნეებმა და შემოქმედებმა ევროპული ცივილიზაციის კრიზისი XIX საუკუნის შუა ხანებიდან შეიგრძნეს და ამ ხნიდან გაბატონებას იწყებს სკეპსისი ფილოსოფიასა და მხატვრულ შემოქმედებაში, ხელოვნებაში საერთოდ. არტურ შოპენჰაუერის ნიჰილიზმს აგვირგვინებს ზარატუსტრას ავტორის სიტყვები...



2008 ნომერი 19

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო - არქეოლოგიური აღმოჩენების შესაძლო არეალი

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონა – ზღვის წყალქვეშა ფერდის ზედაპირი 10-12 მ სიღრმიდან, პლაჟი და მასთან უშუალოდ მიმდებარე რამოდენიმე ასეული მეტრის სიგანის სანაპირო ხმელეთის ზოლი, უკანასკნელი 5-6 ათასი წლის განმავლობაში ადამიანს საკმაოდ ინტენსიურად ჰქონდა ათვისებული. ამ ფაქტს ადასტურებს სანაპირო ზონის სახმელეთო ნაწილში, კერძოდ კი ზღვის სანაპირო ხაზთან უშუალოდ მიმდებარე 200-400 მ სიგანის ხმელეთის ზოლში, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი და შესწავლილი ბრინჯაოს ხანის (3000-5000 წლის წინანდელი დრო) და ანტიკური პერიოდის (ძვ. წ. VIII ს – ახ. წ. II-III სს) ძეგლები,



2008 ნომერი 19

ფასისი. ჩაძირული ქალაქი. მითი, თუ სინამდვილე

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე

ანტიკური ხანის შავიზღვისპირა ქალაქის ფასისის ზუსტი ადგილმდებარეობა, მიუხედავად მრავალი მკვლევარის მცდელობისა, დღემდე არ არის დადგენილი. ძველმა ლიტერატურულმა და ისტორიულმა წყაროებმა მწირი ინფორმაცია დაგვიტოვეს ამ მართლაც, არქეოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისით, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოვლენაზე.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | դ | գ
Powered by BootstrapMade