?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2000 ნომერი 2

ეთნიკური დაპირისპირების ისტორიული ასპექტის განსაზღვრისათვის (ეთნოისტორიული ანალიზი ქვემო ქართლის მაგალითზე)

შეტანის თარიღი: 2001-12-11

ავტორ(ებ)ი: ირინე ჯუკაშვილი

ქვემო ქართლი სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველოს სასაზღვრო რეგიონია. იგი მოსახლეობის ეთნიკური სიჭრელით გამოირჩევა, რაც მისი გეოპოლიტიკური მდებარეობისა და საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარე მასობრივი მიგრაციების შედეგია. ქვემო ქართლში ცხოვრობენ: ქართველები, სომხები, თურქმანული წარმოშობის მუსულმანები (ე.წ. აზერბაიჯანელები), რუსები, ბერძნები და სხვა.



2000 ნომერი 2

რუსული კოლონიალური ცნობიერება და ამიერკავკასიის ეთნოპოლიტიკური რეალობა

შეტანის თარიღი: 2001-12-11

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

რუსის გაგებით, მხარე, სადაც ცხოვრობენ რუსები, სადაც ვრცელდება რუსული მმართველობა - უკვე რუსეთია; მაგრამ საბოლოოდ იგი "რუსეთად" მაშინ იქცევა, როცა იქ აიგება რუსული ეკლესია. ხშირად რუსი გლეხები - მოახალშენენი, რომელთაც ახალ სამოსახლოზე გაუცრუვდებოდათ იმედები და ერთი პირობა გადაწყვეტდნენ კიდეც ამ მხარის მიტოვებას, საბოლოოდ მაინც იქვე რჩებოდნენ, რადგან არ სურდათ ახლადაგებული სამლოცველოს - ეკლესიის მიტოვება. როგორც წესი, რუსი მოახალშენეები ადგილობრივ მკვიდრთა ახლომახლო სახლდებოდნენ, ადვილად პოულობდნენ მათთან საერთოს და სულაც არ გრძნობდნენ თავს განსაკუთრებულ - პრივილეგირებულ მდგომარეობაში.



2000 ნომერი 2

მიმართვა აფხაზი ხალხისადმი

შეტანის თარიღი: 2001-12-11

ავტორ(ებ)ი: ზვიად გამსახურდია

ძვირფასო თანამემამულენო!
აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება. ჩვენი საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვავალებს დღეს დიდ დაფიქრებას ჩვენი ხალხების მომავალ ბედ-იღბალზე. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ერთმანეთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით. ჩვენ საერთო სამეფო გვქონდა საუკუნეთა განმავლობაში, ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ ბრძოლის ველზე ვიბრძოდით საერთო მტრების წინააღმდეგ.



ա | բ | 1 | 2
Powered by BootstrapMade