2008 ნომერი 20 სასიღნაღო ღელის ნამგლის ჩასართების სახელოსნო შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი |
გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაზვერვების დროს სოფ. არაშენდასთან (გურჯაანის რაიონი) შეკრიბა მცირე ზომის ანატკეც-ლამელები. კოლექციამ რამდენიმე ასეულს მიაღწია. |
2008 ნომერი 20 რომაული სარკე მცხეთის 905-ე აკლდამიდან შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: თემურ თოდუა |
სარკეები ფრიად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტებია. ისინი მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან ანტიკური ეპოქის საზოგადოების გემოვნების, მხატვრული ხელოსნობის და საერთოდ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. |
2008 ნომერი 20 ნოქალაქევი-არქეოპოლისის გამაგრების სისტემა შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ნიკო მურღულია |
VI საუკუნის ბიზანტიურ საისტორიო მწერლობაში (იუსტინიანეს"ნოველა", პროკოპი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი) ლაზიკაში წარმოებული ბიზანტია-ირანის ბრძოლების აღწერისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ლაზიკის ქალაქ არქეოპოლისს, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში სენაკის რ-ნში, სოფელ ნოქალაქევში გამოვლენილ IV-VI სს-ით დათარიღებულ ნაქალაქართან არის გაიგივებული და ქართულ წერილობით წყაროებში ციხე-გოჯად იწოდება. |
2008 ნომერი 20 ადრე შუა საუკუნეთა ხანის რელიეფური სკულპტურის ძეგლები აფხაზეთიდან შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ირმა ბერძენიშვილი |
სტატია მიძღვნილია აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი ადრე შუა საუკუნეთა ხანის რელიეფური სკულპტურის ძეგლებისადმი, რომელიც მეტწილად საეკლესიო ხუროთმოძღვრებას უკავშირდება. აღნიშნულ რეგიონში ქრისტიანული სიმბოლოებით და სიუჟეტებით შემკული ხუროთმოძღვრული დეტალები მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი. ცნობილია, რომ აღნიშნულ პერიოდში აქ 26 ადრექრისტიანული ხანის ძეგლი შენდება. |