?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2008 ნომერი 20

"ხელწმინდა კაცები" - ხევისბრები

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: გიორგი ჩინჩალაძე

ხევისბერი, სიტყვასიტყვით "ხევის" - მცირე ადმინისტრაციული ერთეულის (სოფელი, თემი) მეთაურს - უხუცესს ნიშნავს. ქართულ სინამდვილეში სოფელი, ტრადიციულად სისხლით მონათესავეთა მონოგენური, ანუ საგვარეულო დასახლებაა, რომლებიც მცირე მონათესავე ერთეულებად - ქვეგვარებად იყოფოდნენ (პატრონიმიები) და კომლებად - დიდ ოჯახებად ცხოვრობდნენ.



2008 ნომერი 20

დედის - ნინოს - სახე ქართული ერთობის ისტორიულ მეხსიერებაში და მეფე მირიანის რელიგიური რეფორმა

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მარიამ ჩხარტიშვილი

ნაშრომი შეეხება მეფე მირიანის მოღვაწეობას მიმართულს ქართული სახელმწიფოს ოფიციალური კულტის რეფორმირებისაკენ. ამ პროცესში მირიანის მიერ მომზადდა ფაქტობრივად სამი პროექტი.
პირველი მათგანი ქართული წარმართული პანთეონის სისტემატიზებას ისახავდა მიზნად. ამ პროექტის ცენტრალური ფიგურას ღვთაება არმაზი წარმოადგენდა. რეფორმა წინასწარ კარგად მოფიქრებული ჩანს, თუმც, თუ მხედველობაში მივიღებთ ქართული წარმართული პანთეონის ეკლექტურობას, აღნიშნულ პროექტს დიდი პერსპექტივა არ უნდა ჰქონოდა.



2008 ნომერი 20

დავით გარეჯელი და დავით უძლეველი

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

მას შემდეგ, რაც კ. კეკელიძემ ასურელი მამები ბიზანტიის იმპერიის აზიურ პროვინციებში, და მათ შორის სირიაში, მონოფიზიტთა დევნის შედეგად საქართველოში სხვადასხვა დროს დაბრუნებულ მონოფიზიტ ქართველებად წარმოაჩინა, ეს ვერსია თავისებურად შეავსო შ. ნუცუბიძემ. მან ასურელ მამებში პეტრე იბერის მიერ სირიაში დაარსებული რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლის ქართველი წარმომადგენლები დაინახა, რომელნიც, მისი აზრით, ამ "სირიული ქართული სკოლის" გაუქმების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულან. "ქართველები სირიიდან" - ასე უწოდებს ამ მოღვაწეებს ავტორი.



2008 ნომერი 20

იმპერიები და რელიგიები

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მარიკა მშვილდაძე

ახ.წ. III ს. მნიშვნელოვან პერიოდს წარმოადგენს როგორც რომის იმპერიის, ისე სასანიანთა ირანისათვის, რომელსაც რელიგიური რეფორმების ხანა შეგვიძლია ვუწოდოთ, ვინაიდან სწორედ რელიგიურმა რეფორმებმა განსაზღვრა შემდგომში ამ ორი ქვეყნის ისტორია. რელიგიის შესწავლა, თავის მხრივ, ბევრი პოლიტიკური მოვლენის ახსნის გასაღები ხდება, რადგან იგი უშუალო კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებთან.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | դ | գ
Powered by BootstrapMade