2008 ნომერი 20 პეიზაჟი კორნელი სანაძის შემოქმედებაში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ლელა მიქაბერიძე |
ნაშრომი ეხება ქართველი ფერმწერის კორნელი სანაძის მრავალმხრივ შემოქმედებას, ამჯერად პეიზაჟის დარგში, მისი ფერწერული ღირებულებების და ოსტატობის გამოვლენის ასპექტებს, რომელსაც მხატვრის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს. ეს გამოიხატება ამ ჟანრის ნამუშევრების სიმრავლითაც და მათი შესრულების ხარისხითაც. |
2008 ნომერი 20 თბილისის ქვაბულის პალეოგეოგრაფია შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე |
მუხათგვერდის ვიწრობსა (ზემო ავჭალა) და თელეთის ქედის აღმოს. დაბოლოებას (ფონიჭალა) შორის მდებარე თბილისის ქვაბულის უდიდესი ნაწილი, მეოთხეულ პერიოდში, მდ. მტკვრის ეროზიულ-აკუმულაციური მოქმედებით არის წარმოქმნილი. ამას მოწმობს აღნიშნული ქვაბულის საზღვრებში მდ. მტკვრის სხვადასხვა ასაკის ტერასების საფეხურებრივად განლაგების ფაქტი. |
2008 ნომერი 20 შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
თამად შეიძლება ითქვას, რომ 1988 წლის ნოემბერი ერთერთი ნიშანსვეტია ქართველი ერის უახლეს ისტორიაში. ამ პერიოდიდან განსაკუთრებით აღზევდა ეროვნული მოძრაობა, რომელიც ჯგუფურ-დისიდენტური ჩარჩოებიდან გამოვიდა და საერთო სახალხო მოძრაობად იქცა; ამან, თავისმხრივ, დიდწილად განაპირობა კიდეც ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა. |