2009 ნომერი 21 ზოგიერთი ხალხური თქმის საწესო მნიშვნელობისათვის შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: გიორგი ჩინჩალაძე |
ხშირად გვსმენია გამოთქმები, რომელთა მნიშვნელობა დღეს უკვე დაკარგულია, გაუგებარია. ძველად კი საკულტო ტექსტებს წარმოადგენდა, თავისი სოციალური როლი ჰქონდა. ამჟამად კი იგავური თქმების ანუ აზროვნების სიმბოლოების სახით არსებობს. |
2009 ნომერი 21 შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
დავით გარეჯელის თანამოღვაწეთა შორის, დოდო ყველაზე სახელგანთქმული პირია ლუკიანესთან ერთად. მაგრამ თუ ლუკიანე გარეჯის უდაბნოში წმ. დავითის ერთადერთი თანამგზავრი და მისი პირველი თანამკვიდრია, წმ. დოდო დავით გარეჯელისკენ მოემართება მის გარშემო მოწესეთა თავშეყრის პირველ ეტაპზე, მაგრამ გარეჯის სავანეში მისულთაგან წმ. დოდო პირველი არ ყოფილა. |
2009 ნომერი 21 ათონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონი და ლაზარეს ანდერძი გალესიოსის მთიდან შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ხათუნა თოდაძე |
ათონის მთაზე პირველი ქრისტიანი მოწესეები VIII-IX საუკუნეებიდან ჩანან. X საუკუნის ბოლოსათვის იქ ბერძნული მონასტრების ცენტრმაც გადაინაცვლა. X საუკუნის მეორე ნახევრიდან ბიზანტიის სახელმწიფოს პოლიტიკურ თუ საეკლესიო წრეებში ქართველები მრავლად გამოჩნდნენ. რასაკვირველია, მათ ათონზეც დაიწყეს დამკვიდრება. თავდაპირველად ბერძენთა სადგომს შეაფარეს თავი. |
2009 ნომერი 21 გერმანია 1914 წლის ქართული პრესის ფურცლებზე შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: მაია მაჭავარიანი |
ჩვენი კვლევის ობიექტი — არის შეფასება 1914 წლის ქართული პრესის იმ მასალებისა, რომლებშიც გაშუქებულია I მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე გერმანიის, როგორც ომის ერთ-ერთი წამომწყები ქვეყნის ისტორიული წარსული, მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, სამხედრო მდგომარეობა და მათგან გამომდინარე საერთაშორისო პროცესები. ამ შეფასებებზე დაყრდნობით თავად ქართული პრესის ანალიზი და მისი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. |