?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2009 ნომერი 21

სოციალიზმის იდეა არჩილ ჯორჯაძესთან 1905-1907 წლებში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მაია გოგიბერიძე

სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია ჩამოყალიბდა XIX-XX სს. მიჯნაზე. ეს ის პერიოდია, როცა საგრძნობლად დაჩქარდა კაპიტალიზმის განვითარება და ამის შედეგად საგრძნობი ცვლილებები მოხდა საქართველოს ეკონომიკაში, შესაბამისად მოსახლეობის სოციალურ სტრუქტურაში, კლასთა ურთიერთობასა და საზოგადოებრივ აზროვნებაში.
1905-1907 წლების რევოლუციების ხანაში სოციალისტ-ფედერალისტებმა გაცილებით მეტი ყურადღება მიაქციეს მუშათა საკითხს, მაღალი შეფასება მისცეს პროლეტარიატის ბრძოლას პოლიტიკური და სოციალური თავისუფლების მოპოვებისათვის.



2009 ნომერი 21

საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარები ქუთაისის მაზრაში 1921 წელს

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ნინო ვაშაყმაძე

მარქსისტული მეთოდოლოგიისა და საბჭოთა იდეოლოგიური წნეხისგან განთავისუფლების შემდეგ ქართულ ისტორიოგრაფიაში მრავალი ნაშრომი შეიქმნა ისტორიის ე.წ. "თეთრი ლაქების" შესავსებად, მოვლენების გაანალიზებისას ტენდენციურობისაგან თავისუფალი, ობიექტური სურათის დასახატად.
არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გამოკვლევები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21 წწ.) დაპყრობას უცხო ძალის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობას ეხება. ეს საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა კუთხით და საკმაოდ ფართო სპექტრით არის განხილული.
ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთ კონკრეტულ რეგიონში, ქუთაისის მაზრაში ბოლშევიკური რუსეთის ჯარების შემოსვლის შემდეგ პოლიტიკური სისტემის შეცვლის პირველ დღეებში არსებულმა ვითარებამ, საოკუპაციო ჯარების ქმედებებმა და მათმა ურთიერთობამ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან — რევკომებთან.



2009 ნომერი 21

საქართველოსა და ალექსანდრიის საპატრიარქოები მსოფლიოში მშვიდობის აღდგენისათვის

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ეთერ ბოკელავაძე

საქართველოსა და ალექსანდრიის მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიათა ურთიერთობებს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია და ისტორია აქვთ. ადრე შუასაუკუნეებიდან (IV-V სს) დაწყებული საეკლესიო კონტაქტები, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანულ სამყაროში ასკეტიზმისა და ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტის გავრცელებასთან იყო დაკავშირებული, ინტენსიური გახდა განვითარებულ შუა საუკუნეებში, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა ქართულ და უცხოურ საისტორიო წყაროებში (მხედველობაში გვაქვს როგორც ნარატიული, ისე ფილოსოფიურ-თეოლოგიური ხასიათის ორიგინალური თუ ნათარგმნი თხზულებები, სადაც ნათლად იგრძნობა ალექსანდრიის საღვთისმეტყველო სკოლის ტრადიციები) წმინდა მოციქულების — ანდრია და მარკოზის საყდართა დაახლოებას ხელს უწყობდა აღმოსავლურ-ქრისტიანული ეკლესიისთვის სახასიათო ფაქტორი — ღრმა ასკეტიზმი და მაღალი თეოლოგიური მეცნიერება.



2009 ნომერი 21

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეებთან

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ეთერ ბოკელავაძე

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს უძველეს მართლმადიდებლურ ეკლესიათა რიცხვს განეკუთვნება. ქრისტიანული ეკლესიის ფორმირება თანამედროვე ალბანეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრე შუასაუკუნეებიდან დაიწყო, თუმცა ისტორიული კატაკლიზმების შედეგად, მისი თვითმოწესეობის დაკანონება მხოლოდ გასული საუკუნის 20-ან წლებში, ბერატის საეკლესიო კრების (1922 წ.) დადგენილებათა საფუძველზე იქნა მიღწეული. თანამედროვე ეტაპზე კი, ალბანეთის ეკლესიას მართლმადიდებლურ დიპტიხში მეცამეტე ადგილი აქვს მინიჭებული პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | դ | գ
Powered by BootstrapMade