2009 ნომერი 21 საბჭოთა სარწმუნოებრივი პოლიტიკის ევოლუციის ისტორიიდან შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: მიხეილ ქართველიშვილი |
თანამედროვე ეტაპზე დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება საბჭოთა კავშირის ისტორიული წარსულის სიღრმისეული მეცნიერულ გააზრებას, რადგან სრულიად აშკარაა, რომ ამ უკანასკნელზე დიდწილადაა დამოკიდებული სახელმწიფოებრივი განვითარების დღევანდელი ვითარების ობიექტური ანალიზი და სამომავლო პერსპექტივების მეტ-ნაკლები სიზუსტით დასახვა. ზემოაღნიშნული თვალსაზრისით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საბჭოთა სარწმუნოებრივი პოლიტიკა, რომლის მაღალპროფესიულ გაანალიზებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. |
2009 ნომერი 21 ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის "თეთრი გიორგი"-ს ისტორიისათვის შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
1924 წლის ნოემბერში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელთა თაოსნობით, პარიზში საფუძველი ჩაეყარა ახალ ეროვნულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც თავდაპირველად უწოდეს "მომავალი". მისი მიზანი გახლდათ საქართველოს ბოლშევიკური იმპერიის მარწუხებიდან დასახსნელად პატრიოტულად განწყობილი ქართული ახალგაზრდული ემიგრანტული ძალების კონსოლიდაცია. ორგანიზაციის შექმნიდან მცირე ხნის შემდეგ მოხდა ძვრები, რომელთა წყალობით იგი იქცა არა მხოლოდ ახალგაზრდული ფრთის, არამედ მთლიანად — ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საერთო ეროვნულ პოლიტიკურ გაერთიანებად. ყოველივე ამის შესახებ ქვემოთ გვექნება საუბარი. |
2009 ნომერი 21 სიმბოლოები ქართულ ჰერალდიკასა და სამედალიონო ხელოვნებაში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ნათია უღრელიძე |
კაცობრიობის დასაბამიდან ადამიანი ქმნის კერპებს, ღმერთებს და სიმბოლოებს. ეს უკანასკნელი ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ. შეიძლება ითქვას ჩნდება სიმბოლიკის ისტორია. რისი მაგალითიც დღემდე უხვად არის შემორჩენილი მსოფლიოს სხვადასხვა ძველ ქვეყნებში. ეგვიპტელებმა, ბაბილონელებმა, ფინიკიელებმა, ინდიელებმა, სპარსელებმა, ბერძნებმა, ქართველებმა და სხვა ერებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი კულტურის ნაწარმოებები, როგორც ლიტერატურაში, ისე მუსიკასა და სახვით ხელოვნებაში. |
2009 ნომერი 21 შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: გიორგი ჭილაძე |
ცნობილია, რომ ნაწარმოების ავტორად ჩაითვლება პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის შედეგადაც შეიქმნა კონკრეტული ნაწარმოები. ნებისმიერი სახელმწიფო მოწოდებული არის დაიცვას თავისი მოქალაქეების როგორც კერძო საკუთრება, ისე ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ღირებულებები. ასეთი ღირებულებების შექმნა და კულტურის განვითარება კი დამოკიდებული არის მათი დაცვის არსებული სამართლებრივი მექანიზმის რეალურ ფუნქციონირებაზე. |