2010 ნომერი 22 შეტანის თარიღი: 2010-04-11 ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი |
XX საუკუნის 50-ანი წლების ბოლოს და 60-ანი წლების დასაწყისში სოფელი ჯიმითი მაშინდელი რუსეთის მეფისნაცვლისა საქართველოში და მისი მთავრობის ყურადღების ცენტრში მოექცა. თერთმეტმა ჯიმითელმა, ადგილ ველიასახოში მოულოდნელად ამოხოცა კახეთის რამდენიმე თავადი. მეფისნაცვლის ბრძანებით, ყველა ციმბირში გადაასახლეს. მათგან მხოლოდ ერთი დაბრუნებულა უკან. რას უნდა გამოეწვია ასეთი სიმკაცრე სოფლის მოსახლეობაში მაშინ, როცა საუკუნეების განმავლობაში სოფელს არც თავადი ჰყოლია და არც სახელმწიფო ბეგარა-გადასახადს იხდიდა. მოკლედ შევეხოთ ჯიმითის ისტორიულ წარსულს. |
2010 ნომერი 22 შეტანის თარიღი: 2010-04-11 ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე, ილია ოქრომელიძე |
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1994 წელს მიღებულ კონვენციაში გაუდაბნოების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებს შორის, რომლებსაც თანამედროვე გლობალური დათბობის და ანთროპოგენური ფაქტორის ზემოქმედებით გაუდაბნოება ემუქრებათ, სამხრეთ კავკასიაც არის აღნიშნული. გაუდაბნოების პროცესის გაძლიერების ძირითად მიზეზებად მიჩნეულია თანამედროვე გლობალური დათბობა და ლანდშაფტებზე ანთროპოგენური მოქმედების უარყოფითი ზეგავლენა. |
2010 ნომერი 22 მონღოლთა ბატონობა და ქართულ სოციალურ ყოფაში მომხდარი ცვლილებები შეტანის თარიღი: 2010-04-11 ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
გიორგი V ბრწყინვალის (1314-1346 წ.წ.) დროინდელი სამართლის წიგნიდან - "ძეგლის დადება", ირკვევა, რომ მე-13 საუკუნის დამლევისა და მე-14 საუკუნის დემდეგისთვის, საქართველოს მთის თემებში, განსაკუთრებით გახშირებულა საქვეყნოდ გამრიგეთა, ე.ი. ადმინისტრაციული თანამდებობის პირთა მკვლელობები. აღსანიშნავია, რომ ეს მკვლელობები ცალკეულ პირთა მიერ კი არაა ჩადენილი, არამედი მთელი სოფლის, ხეობის ან თემის ერთობლივი მონაწილეობით. |
2010 ნომერი 22 კათოლიკე მისიონერთა მოღვაწეობის შედეგები საქართველოში შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: ეთერ ბოკელავაძე |
კათოლიკე მისიონერთა მოღვაწეობას საქართველოში დაახლოებით ექვსსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი ოფიციალურად XIII საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება და XIX საუკუნის დამდეგამდე მოდის. ამ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მისიონერთა მრავალმხრივმა, ნაყოფიერმა მოღვაწეობამ სერიოზული როლი შეასრულა ქართველთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სარწმუნოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. |