2010 ნომერი 22 რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა რაობისათვის შეტანის თარიღი: 2010-04-11 ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
წინამდებარე ნაშრომში შევეცადეთ წარმოგვეჩინა რუსეთის ანტიქართული დამპყრობლური პოლიტიკის რაობის ჩვენეული ხედვა, პოლიტიკისა, რომელიც სათავეს იღებს 1783 წლიდან, როდესაც ხელი მოეწერა საქართველოს ისტორიის მანძილზე ერთ-ერთ ყველაზე ავბედით და საბედისწერო ხელშეკრულებას - ე.წ. "გეორგიევსკის ტრაქტატს" და მოდის დღემდე. |
2010 ნომერი 22 შეტანის თარიღი: 2010-04-11 ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
განსახილველი უსათაურო თხზულების პოლონური თარგმანი 1823 წელს პოლონეთში, ქ. ბერდიჩევის კათოლიკურ ეკლესიაში აღმოაჩინა ა. გალენზოვსკიმ. მასვე ეკუთვნის ამ ჟამთააღმწერლობითი ხასიათის თხზულების სახელწოდებაც - "იანიჩარის ჩანაწერები". გალენზოვსკიმ თხზულება გამოაქვეყნა 1828 წელს და იგი ჩათვალა ერთ-ერთ უძველეს პოლონურ პროზაულ ნაწარმოებად. მოგვიანებით, 1851 წელს, პოლონელმა მკვლევარმა ვ. მაცეხოვსკიმ, ტექსტის უფრო გულდასმით გაცნობის შემდეგ, ჯერ კიდევ 1565 წელს გამოცემულ ჩეხურ თარგმანზე დაყრდნობით, მიუთითა "იანიჩარის ჩანაწერების" სერბულ წარმომავლობაზე. |
2010 ნომერი 22 შეტანის თარიღი: 2010-04-11 ავტორ(ებ)ი: ივლიტა ლობჟანიძე |
თეატრალურ ხელოვნებაში დღეს ფართოდ არის გავრცელებული ტერმინი დასი, რომელიც შემოქმედებითი კოლექტივის ცნებას გამოხატავს. |
2010 ნომერი 22 შეტანის თარიღი: 2010-04-11 ავტორ(ებ)ი: დოდონა კიზირია |
მეოცე საუკუნის ტოტალიტარული სისტემების - განსაკუთრებით ევროპული ფაშიზმისა და საბჭოთა სოციალიზმის - ანალიზს მიეძღვნა არაერთი მეცნიერული ნაშრომი, რომლებშიც პირდაპირ ან იმპლიციტურად განიხილება ამ ორ პოლიტიკურ სისტემას შორის არსებული მსგავსება და სხვაობა. თუმცა მათი წარმოშობის ისტორიული მიზეზები, მათი იდეოლოგიური საფუძველი და ამ იდეოლოგიის განხორციელების მეთოდები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი იყო, როგორც ევროპის ქვეყნების ფაშიზმის, ასევე საბჭოთა სოციალიზმის კულტურულ დისკურსებს ახასიათებდა მითოლოგიური აზროვნებისა და რიტუალების კულტივირება, სიმბოლიკის იმგავრი სისტემის შექმნა, რომელიც მათ თელეოლოგიურ მნიშვნელობას ანიჭებდა. |