2011 ნომერი 23 სპორტში სამაუწყებლო უფლებების რეგულირების სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები შეტანის თარიღი: 2011-12-25 ავტორ(ებ)ი: გიორგი ჭილაძე |
არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, სპორტის სფეროში შემოსავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ის თანხები, რაც შემოდის ბიუჯეტში სპორტული ღონისძიებების სამაუწყებლო ორგანოებით დემონსტრირების შედეგად. |
2011 ნომერი 23 სამართლებრივი კულტურის ზოგიერთი ასპექტი შეტანის თარიღი: 2011-12-25 ავტორ(ებ)ი: გიორგი ჭილაძე |
სამართლებრივი კულტურა საზოგადოებრივი ცხოვრების რთული ფენომენია და მოიცავს სოციალურ სისტემასთან დაკავშირებული ორიენტაციების, განწყობების, მიზანდასახულობების ელემენტებს. იგი გამოხატავს სამართლის და კულტურის ორგანულ ერთიანობას; მისი შესწავლის აუცილებლობა საზოგადოების სოციალ-სამართლებრივი განვითარების მოთხოვნილებიდან მომდინარეობს. |
2011 ნომერი 23 ბათუმის ოლქი უმძიმეს 1920-1921 წლებში შეტანის თარიღი: 2011-12-25 ავტორ(ებ)ი: ოთარ გოგოლიშვილი |
1920 წლის 30 აპრილს საქართველოს ბოლშევიკების იატაკქვეშეთის ცენტრი მოსკოვს ატყობინებდა: "ბათუმიდან ინგლისელები მიდიან და ქალაქს გადასცემენ მენშევიკებს, მაგრამ ბათუმის პროლეტარიატი მენშევიკების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არ დაუშვებს. ამისათვის მას საკმარისი საშუალება გააჩნია. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. მაგრამ თუ თავის დროზე ჩვენი ნაწილები (ლაპარაკია რუსეთის წითელი არმიის ნაწილებზე) არ დაიკავებენ სოხუმსა და ფოთს, ბათუმში საბჭოთა ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს. ამიტომ სასწრაფოდ აცნობეს ამის შესახებ შავიზღვისპირეთის წითელი ჯგუფის სარდლობას". |
2011 ნომერი 23 "ბათუმელი" ოსმან აქისქალიოღლუ-გოჩიტიძე შეტანის თარიღი: 2011-12-25 ავტორ(ებ)ი: ნინო ოქროსცვარიძე |
თურქეთში, ინეგოლის რაიონში მრავალჯერადი მივლინების დროს, მრავალ საინტერესო ისტორიას წავაწყდი, უამრავი მათგანი უკავშირდება პიროვნებებს, რომლებმაც უცხო გარემოში სახელი გაითქვეს ქართული ვინაობის არდავიწყებით, რითაც შეინარჩუნეს ქართული სივრცე და ამით ხელი შეუშალეს ასიმილაციის პროცესს. |