2012 ნომერი 24 დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორიულ-გეოგრაფიული და ეთნოკულტურული კუთვნილებისათვის შეტანის თარიღი: 2009-11-11 ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
საბჭოთა რუსეთის მიერ ამიერკავკასიის ოკუპაციის შემდეგ საქართველოს სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის ახალი საზღვრების გავლების შედეგად დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი (მონასტრები: ბერთუბანი, უდაბნო და ნაწილობრივ ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის მხარეს მოექცა. დღეს საზღვრის ეს მონაკვეთი არ არის დელიმიტიზირებული და ტერიტორია ამ სახელმწიფოებს შორის სადავოდ განიხილება. აზერბაიჯანის წარმომადგენლები აღნიშნულ მონასტრებს ალბანური კულტურის ძეგლებად აცხადებენ, რომელიც ქართველებს თითქოს მოგვიანებით (ერთი ვერსიით XII ს-ში, მეორეთი კი - XIX ს-ში) მიუთვისებიათ, თუმცა ამის დამადასტურებელი არც ერთი ისტორიული წყარო დასახელებული არ არის. |
2012 ნომერი 24 ასურელ მამათა სახე ბრეთის კედლის მხატვრობაში შეტანის თარიღი: 2012-12-12 ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე |
მამა პიროსის ეკლესიის ვიზუალური სახე XX ს ბოლოს სავალალოდ იკითხებოდა. ჩამოქცეული იყო სახურავი, აფსიდის თაღი, დაზიანებული და დარღვეული კედლების პერანგი, აღარ არსებობდა იატაკი, ეკლესიის ინტერიერი მიწითა და ქვით იყო სავსე. ბნელ და ჩახერგილ საყდარში შესვლაც კი შეუძლებელი იყო. ბევრს ვერც წარმოედგინა რომ წმიდა გიორგის ტაძრის ჩრდილოეთით მიდგმული ეს "ბნელი სათავსი" დიდი პიროს ბრეთელის მესიანური ღვაწლის მადასტურებელი უძველესი ეკლესია იყო.
|
2012 ნომერი 24 რიტმი და საცეკვაო პლასტიკა ფიროსმანის შემოქმედებაში შეტანის თარიღი: 2012-12-13 ავტორ(ებ)ი: ლარისა ჩხეიძე |
ნიკო ფიროსმანი ფენომენალური მოვლენაა ქართულ და მსოფლიო ფერწერაში. იგი პლასტიკური ნახაზებითა და რიტმულად დადებული მონასმებით ემოციურ განწყობასა და რიტმს ქმნის. მის სურათებში ნათლად მჟღავნდება საინტერესო მოვლენები: ფერადოვანი, მუსიკალური და საცეკვაო რიტმი და პლასტიკა; მუსიკოსებისა და მუსიკალური საკრავების ჩვენება; ასევე ცეკვებისა და მოცეკვავეების წარმოსახვა... პერსონაჟების მოძრაობა პლასტიკურია, ცეკვადია, და ფერხულს მოგვაგონებს. ინტერესს იწვევს სურათებში ასახული ცეკვებიც: კინტოური, ქართული, ქალის და კაცის სოლო ლეკური, ბაღდადური და ა.შ. |