2014 ნომერი 25 საზოგადოებრივი აზრის მართვის ერთი ნიმუშის გააზრებისათვის შეტანის თარიღი: 2014-02-27 ავტორ(ებ)ი: ლანა წულაია |
ნაშრომში განხილულია დემოკრატიაზე გარდამავალი საზოგადოების განვითარებაში პოლიტიკური პროცესების როლი და ადგილი. დასაბუთებულია სოციალურ-კულტურული და ინსტიტუციონალური საფუძვლების ურთიერთდამოკიდებული და განმსაზღვრელი ხასიათის პოლიტიკური პროცესი. გააზრებულია პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური გამოცდილება და მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართებაში, კომუნიკაცია და პოლიტიკური სისტემები. განსაზღვრულია პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც წარმოადგენს ინდივიდების, სოციალური ჯგუფების განზოგადოებული პოლიტიკური ცნობიერიბის ფორმას, რომლის საფუძველია პოლიტიკური ხასიათის იდეების, კონცეფციების და დოქტრინების ერთობლიობა. პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძველზე მყარდება პოლიტიკური ურთიერთობები საზოგადოების შემადგენელ სუბიექტებს შორის და ფუნქციონირებს შესაბამისი პოლიტიკური ინსტიტუტები. |
2014 ნომერი 25 ნიკო იაკობის-ძე მარის დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად შეტანის თარიღი: 2014-02-27 ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
წელს, დეკემბერში, სრულდება 150 წელი დიდი ქართველი ენათმეცნიერის, კავკასიოლოგის, ფილოლოგის, ორიენტალისტის, არქეოლოგის, კულტურის ისტორიკოსის ნიკო მარის დაბადებიდან |
2014 ნომერი 25 25 ნომრის დამატება: წმინდა გიორგი - დიდების მხედარი შეტანის თარიღი: 2014-11-12 ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
X-XI ს.ს-ებში, ქართულ იკონოგრაფიაში ფართოდ მკვიდრდება და ვრცელდება სწორედ ეს მოტივი - წმინდა გიორგი შუბით განგმირავს რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს. ამ პერიოდის ხატებზე, სახელისულფებო საიმპერატორო გვირგვინით დამშვენებული და სამეფო შესამოსელში გამოწყობილი დიოკლეტიანე, წმინდა მხედრის ფერხთით არის გართხმული და შუბით განიგმირება. მიჩნეულია, რომ ხსენებული მოტივი, მთელს ქრისტიანულ სამყაროში, მხოლოდ ქართული იკონოგრაფიისთვის დამახასიათებელი სიუჟეტია, რომელიც, განსაკუთრებული ინტესივობით, ერთ განსაზღვრულ ქრონოლოგიურ მონაკვეთში, კერძოდ კი X-XI საუკუნებში იკიდებს ფეხს. |