?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2015 ნომერი 26

ერთი სურათი VIII-IX საუკუნეების საქართველოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ისტორიიდან

შეტანის თარიღი: 2015-11-02

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

გვინდა ყურადღება გავამახვილოთ "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" დაცულ ერთ ცნობაზე, რომელიც არაერთხელ გამხდარა ქართველ მენიერთა და მკვლევართა ინტერესისა და განსჯის საგანი - ძეგლში დასახელებულია დასავლეთ საქართველოს, "აფხაზეთის" სამეფოს, გეოგრაფიული პუნქტები, სავანეები და მათ შორის - უბეჲ.
როგორც ცნობილია, ეს ისტორიული "უბეჲ" აფხაზეთისა, არის თანამედროვე ზემო იმერეთის უბისი (მ. ბროსე, ს. გორგაძე, ე. თაყაიშვილო, შ. ამირანაშვილი, ვ. ბერიძე, რ. შმერლინგი და სხვ.), სადაც ამჟამად მდებარეობს ცნობილი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი.



2015 ნომერი 26

ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების ისტორიისათვის

შეტანის თარიღი: 2015-11-02

ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე

ვაცნობიერებთ რა, სხვა დარგების მსგავსად, ბოლო 10 წლის მანძილზე, ქართულ მეცნიერებაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას, ვაცნობიერებთ რა, რომ საქართველოში შექმნილი უმძიმესი სოციალ-ეკონომიური მდგომარეობის გამო, ქვეყნიდან ინტენსიურად გაედინებიან წამყვანი ინტელექტუალური ძალები, რომელნიც საზღვარგარეთ, არც თუ ისე იშვიათად, თავის და ოჯახთა რჩენის მიზნით, მათი მაღალი კვალიფიკაციისა და ცენზისათვის სავსებით შეუფერებელი სამუშაოთი არიან დაკავებული, ვაცნობიერებთ რა იმ სავალალო ფაქტს, რომ თანამედროვე საქართველოში ახალგაზრდების მარტოოდენ მიზერული ნაწილი ირჩევს თავის სამოღვაწეო ასპარეზად მეცნიერების ამა თუ იმ დარგს, მიზანშეწონილად და აუცილებლად ჩავთვალეთ მკითხველთა სამსჯავროზე გამოგვეტანა ნარკვევი მიძღვნილი ქართული მეცნიერების წარსული დიდებისადმი. ვფიქრობთ, აუცილებელია ქართველ ახალგაზრდობას შევახსენოთ ქართული მეცნიერების მიერ განვლილი სახელოვანი გზა, რაც ჩვენის აზრით სტიმულის მიმცემი იქნება სათანადო მომზადების მქონე სტუდენტთათვის მეცნიერების ამა თუ იმ სფეროში სამუშაოდ.



2015 ნომერი 26

საქართველოს ეროვნული განათლების სისტემის განვითარების კონცეფცია

შეტანის თარიღი: 2015-11-02

ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე

ვინაიდან 1921 წლის თებერვლის საქართველოს ანექსია-ოკუპაციის შედეგად ქართული ეროვნული კულტურა და მეცნიერება, სახალხო განათლება განიცდიდა საბჭოთა მმართველობის უხეშ, შემხუთველ ზეგავლენას, რაც მიმართული იყო ეროვნული სულის ჩაკვლისაკენ; ვინაიდან ტოტალიტარული, იმპერიული რეჟიმის სამოცდაათწლიანმა განუკითხავმა თარეშმა უმძიმესი კვალი დატოვა საქართველოს მთელს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და განათლებაზე, როგორც მის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილზე; ვინაიდან 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 11 ნოემბრის დემოკრატიულმა არჩევნებმა სათავე დაუდო დამოუკიდებლობის აღდგენისათვის გარდამავალ ეტაპს, დღის წესრიგში დადგა საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების სხვა დარგებთან ერთად ეროვნული განათლების სისტემის სრული გარდაქმნა-განახლება, რასაც ემსახურება სწორედ საქართველოს ეროვნული განათლების სისტემის განვითარების კონცეფცია.



ա | բ | 1 | 2
Powered by BootstrapMade