2016 ნომერი 28 კოლხური კულტურა თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე შეტანის თარიღი: 2016-10-20 ავტორ(ებ)ი: ნინო დოლიძე |
თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია ერთიანი კოლხური კულტურის ერთ-ერთი რეგიონია, სადაც აღმოჩენილია სამაროვნები მდიდარია არა მარტო საბრძოლო-სამეურნეო იარაღებით, არამედ სამკაულებითაც. სწორედ სამკაულების მრავალფეროვნებაზე და სიუხვეზე დაყრდნობით ახლებურად მოხდა ამ სამაროვნების გააზრება, ზოგიერთი მათგანის გადათარიღებაც. შემუშავდა სამკაულის ზოგიერთი ტიპის ტიპოლოგიური და ქრონოლოგიური შკალა, დადგინდა გავრცელების არეალი, გაირკვა ურთიერთობების საკითხები მეზობელ არქეოლოგიურ კულტურებთან და ამ გზით გაცნობიერდა კოლხური კულტურისა და მასში შემავალი ლოკალური ვარიანტების განვითარების ზოგადი სურათი |
2016 ნომერი 28 ოქონის ხატი მოსკოვის თოფხანიდან შეტანის თარიღი: 2016-10-20 ავტორ(ებ)ი: ნინო დიდებაშვილი |
წარმოდგენილი ნაშრომის მიზანი გახლავთ, აქამდე სამეცნიერო საზოგადოებისათვის უცნობი საისტორიო წყაროს მიმოქცევაში შემოტანა. საქმე ეხება რუსეთში, კერძოდ კი კრემლის თოფხანაში დაცულ აქამდე შეუსწავლელ, მეფე არჩილ II -ის (1647-1713) შეკვეთით დამზადებულ ხატს. როგორც ეს ხატზე განთავსებული დამათარიღებელი წარწერიდან დგინდება, აღნიშნული "გულსაკიდი" ხატი, "ცხოვლის მყოფელი ოქონის ხატის" სახელზეა შესრულებული; ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისათვის, მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს აღნიშნული წარწერა და თარიღი. მისი აღწერა და ანალიზი დამატებით ცნობებს მოგვცემს გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარებს და დღის სინათლეზე გამოიტანს ამ პერიოდში მოღვაწე ქართველი მეფის მემკვიდრეობის, ამ დრომდე შეუსწავლელ, ერთ უცნობ მონაკვეთს. |