2017 ნომერი 29 შეტანის თარიღი: 2017-04-27 ავტორ(ებ)ი: საგამომცემლო საბჭო |
ჟურნალ "ამირანის" 29-ე ნომრის თავფურცელი და შინაარსი |
2017 ნომერი 29 ბორის კუფტინი - არქეოლოგი და ეთნოგრაფი შეტანის თარიღი: 2017-04-27 ავტორ(ებ)ი: თინა აბულაშვილი |
ამ სტატიის მიზანია წარმოვაჩინოთ XX საუკუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო მეცნიერის, ბორის ალექსის ძე კუფტინის მოღვაწეობა. საქართველოს არქეოლოგიის კვლევაში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი თბილისში ჩამოსვლა დაემთხვა მნიშვნელოვან გარდატეხის პერიოდს ქართულ არქეოლოგიაში. ამ პერიოდიდან დაიწყო გეგმაზომიერი არქეოლოგიური სამუშაოების განხორციელება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. |
2017 ნომერი 29 არქაული ელემენტები ბედენურ კერამიკაზე შეტანის თარიღი: 2017-04-27 ავტორ(ებ)ი: ალექსანდრე ორჯონიკიძე |
გასული საუკუნის 30-იანი წლების თრიალეთის ბრწყინვალე აღმოჩენებმა იმთავითვე განაპირობა მანამდე უცნობი კულტურის, შემდგომში ბედენურად წოდებულის, შესწავლის აუცილებლობა. მომდევნო ხანებში წარმოებულმა ინტენსიურმა კვლევამ ამ კულტურის არეალი მნიშვნელოვნად გაზარდა და ბედენური ძეგლები აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოავლინა. |
2017 ნომერი 29 ბრინჯაოს საკიდების ერთი სახეობა ბრილის სამაროვნიდან შეტანის თარიღი: 2017-04-27 ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, რევაზ დავლიანიძე, ნინო ჩხარტიშვილი |
ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების ძირითად ფონდში დაცულ მასალებზე მუშაობისას ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კომპლექსგარეშე წარმოდგენილმა რამდენიმე უპასპორტო ბრინჯაოს ნივთმა, რომლებიც სავარაუდოდ უნდა ეკუთვნოდეს ბრილის სამაროვნის ე.წ. შუაბრინჯაოს ხანით დათარიღებულ ერთ-ერთ სამარხეულ კომპლექსს. ეს მოსაზრება ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ლითონის ინვენტარი გვხვდება მხოლოდ კოლხეთის მთიანეთში, ზემო რაჭაში - ბრილის სამაროვნის უძველეს ფენაში. |