2017 ნომერი 29 ცენტრალური კავკასიის მთიანეთის უძველესი მოსახლეობის ეთნოკულტურული ისტორიიდან შეტანის თარიღი: 2017-04-27 ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
უხსოვარი დროიდან, საცხოვრისი, რომელიც თავის მხრივ, გარკვეული სისხლისმიერი სოციალური ერთობის, ანუ ოჯახის ყოფის ერთგვარი მატერიალიზებული გამოხატულებაც იყო, მრავალ სხვა პრაქტიკულ ფუნქციასთან ერთად, ამ ერთობის იდეურ მთლიანობასაც განასახიერებდა; იგი მთლიანი და განუყოფელი ოჯახის სულიერ სიმბოლოს და ერთგვარ "ტაძრსაც" კი წარმოადგენდა. ოდითგან, საცხოვრისში იყო თავმოყრილი ოჯახისათვის ყველაზე წმინდა რელიკვიები, საკრალური ფუნქციის მატარებელი სხვადასხვა ნივთები; სახლში, კერაზე ენთო "წმინდა" ცეცხლი, იდგა ოჯახის ერთიანობის გამომხატველი დედაბოძი, ინახებოდა სხვადასხვა კერპები... |
2017 ნომერი 29 იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი და მისი თხზულება "წმინდა კოლხეთი" შეტანის თარიღი: 2017-04-27 ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
XVII საუკუნის 20-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველო ვატიკანის რელიგიური თვალსაწიერის არეალში მოექცა. მალე ქართლში კათოლიკე მისიონერებიც გამოჩნდნენ, რომელთაც გორში დააარსეს თავიანთი მისიონი. 1630 წელს რომის პაპის კურიის დავალებითა და "პროპაგანდა ფიდეს" ორგანიზებით კათოლიკური აღმსარებლობის გავრცელების მიზნით საქართველოსაკენ გამოეშურნენ თეატინელთა კათოლიკური ორდენის ბერები: ნეაპოლელი არქანჯელო ლამბერტი და მილანელი ჯუზეპე ჯუდიჩე. |
2017 ნომერი 29 კიდევ ერთხელ ყაზი-ყუმუხის დიდი მეჩეთის დათარიღების თაობაზე შეტანის თარიღი: 2017-04-27 ავტორ(ებ)ი: ი.ა. კაიაევი, ა.ი. კაიაევი |
სტატიაში განხილულია შუა საუკუნეების დაღესტნის საკულტო არქიტექტურის მონუმენტური ძეგლის - ყაზი-ყუმუხის ჯუმა მეჩეთის მშენებლობისა და ფუნქციონიერიბის ეტაპები. ავტორების აზრით, ახლადგამოვნლენილი წერილობითი წყაროები იძლევა იმის საფუძველს, რომ აღნიშნული საკულტო ძეგლი დათარიღდეს VIII საუკუნით. |
2017 ნომერი 29 შეტანის თარიღი: 2017-04-27 ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე |
ზღვის სანაპირო ზონა (coastal zone – nearshore zone) არის ტალღების მოქმედების არეალი სანაპირო ხაზის გასწვრივ. იგი მოიცავს სანაპირო ხაზთან უშუალოდ მიმდებარე ზღვის აკვატორიას და მის გასწვრივ ტალღების მოქმედებით წარმოქმნილ ხმელეთის ვიწრო ზოლს. საქართველოს საზღვაო აკვატორიაში სანაპირო ზონა საშუალოდ 18-20 მ სიღრმიდან იწყება. ამ სიღრმიდან ხდება ყველაზე ძლიერი ტალღების შეხება ზღვის ფსკერზე, რომლებიც იწვევენ ფსკერის ეროზიას და მის ზედაპირზე დაგროვილი ნაშალი მასალის გადაადგილებას სანაპირო ხაზის მიმართულებით. |