2018 ნომერი 31 მეხუთე არქეოლოგიური ყრილობა თბილისში შეტანის თარიღი: 2018-09-24 ავტორ(ებ)ი: თინა აბულაშვილი |
1881 წელს თბილისში ჩატარდა მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების მეხუთე საერთაშორისო არქეოლოგიური ყრილობა. რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში არქეოლოგიურ ყრილობებს 1869 წლიდან მოყოლებული 2-3 წელიწადში ერთხელ იწვევდნენ, სადაც ამა თუ იმ რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიისა და მისი მომიჯნავე მეცნიერებების აქტუალური საკითხები იხილებოდა. |
2018 ნომერი 31 არქეოლოგიური დაზვერვები მარნეულის ველზე შეტანის თარიღი: 2018-09-24 ავტორ(ებ)ი: ლევან ლოსაბერიძე |
2017 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სამეცნიერო პროექტების ფარგლებში მოპოვებული გრანტით დაიგეგმა მარნეულის ველის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის შესწავლა, რომელიც გულისხმობდა მოცემული ტერიტორიის კვლევას არქეოლოგიური დაზვერვების საფუძველზე. |
2018 ნომერი 31 ერთი არქეოლოგიური ნივთის ფუნქციის განსაზღვრისათვის შეტანის თარიღი: 2018-09-24 ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
თუ ნაზარლების სამლოცველოში დაუნჯებული "ხატის" განძში შემავალი სხვასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ხასიათს გათვალისწინებით, სავსებით დასაშვებად მიგვაჩნია გარკვეული პარალელების გავლება ქართულ (ზოგადკავკასიურ) ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებულ ელემენტებსა და არქეოლოგიურ არტეფაქტებს შორის. |
2018 ნომერი 31 შეტანის თარიღი: 2018-09-24 ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
პოლკოვნიკი ს. ბურნაშევი 1783-1787 წლებში იყო ეკატერინე II-ის წარმომადგენელი ქართველი მეფეების, ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის კარზე. აქ იგი ერთმანეთს უთავსებდა პოლიტიკურ და სამხედრო საქმიანობას. |