2019 ნომერი 32 კავკასია ევრაზიის ადრებრინჯაოს კულტურათა სისტემაში შეტანის თარიღი: 2019-10-12 ავტორ(ებ)ი: გივი ინანიშვილი, ლერი ჯიბლაძე |
კავკასიის ევრაზიის ადრებრინჯაოს კულტურათა ურთიერთობის საკითხის გადასაწყვეტად, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცველია ამ პერიოდის ისტორიულ-მეტალურგიული წარმოების ანალიზი, სინქრონულ კულტურათა სოციალურ-ეკონომიკური კავშირების სფერო. |
2019 ნომერი 32 1948 წლის არქეოლოგიური დაზვერვები დიდი ლიახვის ხეობაში შეტანის თარიღი: 2019-10-21 ავტორ(ებ)ი: თინა აბულაშვილი |
შიდა ქართლში სხვადასხვა წლებში არქეოლოგიურ დაზვერვებს და გათხრით სამუშაოებს არაერთი ცნობილი არქეოლოგი აწარმოებდა. აქ გამოვლენილი არქეოლოგიური ძეგლებით ბევრი მკვლევარი იყო დაინტერესებული, თუმცა მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების ამსახველი მასალები სრულად არ არის შემოსული არქეოლოგიურ ლიტერატურაში. სტატიის მიზანია წარმოვაჩინოთ ამ რეგიონში 1948 წელს სერგო ნადიმაშვილის მიერ განხორციელებული სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოების მარშრუტი და გამოვლენილი არქეოლოგიური ძეგლების აღწერილობა. არქეოლოგიური დაზვერვების ანგარიში ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტში. |
2019 ნომერი 32 მეცნიერული მიმდინარეობები არქეოლოგიაში XX საუკუნის პირველ ნახევარში შეტანის თარიღი: 2019-10-21 ავტორ(ებ)ი: თინა აბულაშვილი |
XX საუკუნის პირველ ნახევარში არსებული სამეცნიერო სკოლები და იდეოლოგია გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა მეცნიერების განვითარებაზე. ამ პერიოდში არქეოლოგიაში რამდენიმე მიმდინარეობა არსებობდა. დასავლეთის სამეცნიერო წრეებში მიგრაციის და დიფუზიის თეორიები იყო გავრცელებული, ხოლო საბჭოთა კავშირში ევოლუციონიზმი და სტადიალურობის თეორია. არსებობდა გადაულახავი უფსკრული საბჭოთა აზროვნებასა და დასავლეთს შორის. |
2019 ნომერი 32 უძველესი სამიწათმოქმედო იარაღები დასავლეთ საქართველოდან შეტანის თარიღი: 2019-10-23 ავტორ(ებ)ი: ნიკოლოზ ცქვიტინიძე |
ჩიხორის გვიანენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის კვლევა ჩვენს სამომავლო მიზანს შეადგენს. წინამდებარე ნაშრომში კი გვინდა ყურადღება გავამახვილოთ და თავი მოვუყაროთ დასავლეთ საქართველოში უკვე არსებულ, კავკასიის უძველეს, ადრესამიწათმოქმედო კულტურაზე მიმანიშნებელ ფაქტობრივ მონაცემებს. ამასთანავე, მეცნიერულ მიმოქცევაში შემოვიტანოთ დასავლეთ საქართველოში უკანასკნელ წლებში მიკვლეულ, ჩიხორის გორაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) გვიანენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარზე აღმოჩენილი მიწათმოქმედების დამადასტურებელი მასალა (ნამგლისპირები, ხელსაფქვავები, მარცვლეულის სასრესი ქვები, თოხები და სხვ.). |