2019 ნომერი 32 ისმირიქა - ხეთების აღმოსავლეთ პერიფერიის პოლიტიკური გაერთიანება შეტანის თარიღი: 2019-10-23 ავტორ(ებ)ი: ნინო ჩარექიშვილი |
ამ სტატიაში განვიხილავთ ხეთების აღმოსავლეთ პერიფერიაზე არსებული პოლიტიკური ერთეულებიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან გეოგრაფიულ პუნქტს - ესაა ისმირიქა. განსაკუთრებით საყურადღებოა ისმირიქას ხელშეკრულება, რომელიც ხეთების მეფემ დადო ისმირიქას ხალხთან. ისმირიქას ხელშეკრულების ტექსტები და ფრაგმენტები დაცულია ბოღაზქოის არქივში. |
2019 ნომერი 32 ვაინახები ცენტრალური კავკასიის პოლიტიკურ ისტორიაში შეტანის თარიღი: 2019-10-24 ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი |
სტატიაში განხილულია ვაინახური მოდგმის ხალხების ეთიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხები გვიანი შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის გარიჟრაჟზე. ვაინახები, დიდი ხნის მანძილზე ძველი გეოგრაფებისა და ისტორიკოსების ყურადღების მიღმა რჩებოდნენ. რამდენიმე ვაინახური ტომი თუ იყო ცნობილი ქართველი და სომეხი ჟამთააღმწერთათვის; მხოლოდ რამდენიმე არაბი გეოგრაფი თუ მოიხსენიებს მათ დურძუკთა სახელით რაც მათ ქართველი ჟამთააღმწერლებისგან უნდა ჰქონდეთ აღებული. |
2019 ნომერი 32 ბაქოში გამოცემული წიგნისათვის - "XVIII საუკუნის კავკასია რუსეთის საიდუმლო აგენტის თვალით" შეტანის თარიღი: 2019-10-24 ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
2017 წელს გამომცემლობა "თეას პრესის" (TEAS Press) მიერ ბაქოში გამოქვეყნდა წიგნი: "XVIII საუკუნის კავკასია რუსეთის საიდუმლო აგენტის თვალით". გამოცემა შეიცავს რუსეთის არმიის პოლკოვნიკის, საქართველოში რუსეთის წარმომადგენლად ნამსახურ სტეფანე ბურნაშევის სამ თხზულებას: 1. "საქართველოს სურათი ანუ ქართლისა და კახეთის სამეფოების პოლიტიკური მდგომარეობის აღწერა", 2. "აზერბაიჯანული ქვეყნებისა სპარსეთში და მათი პოლიტიკური მდგომარეობის აღწერა", 3. "მთიელ ხალხთა აღწერა". |
2019 ნომერი 32 დიმიტრი თუმანიშვილი, როგორც მოღვაწე შეტანის თარიღი: 2019-10-24 ავტორ(ებ)ი: სამსონ ლეჟავა |
დიმიტრი თუმანიშვილი, როგორც მკვლევარი და მოაზროვნე, დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა იყო ჩვენი კულტურისათვის. იგი ყოველმხრივ არაორდინარული ბრძანდებოდა - უკიდეგანო განათლებითაც, წარმოუდგენელი დაუზარებლობითა და განსაკუთრებული შრომისმოყვარეობითაც. |