2020 ნომერი 33 ქართული პრობლემები ქართველ ემიგრანტთა ნააზრევში შეტანის თარიღი: 2020-09-01 ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე |
ნაშრომში განხილული და გაანალიზებულია საქართველოდან უცხოეთში გადახვეწილ ემიგრანტთა მიერ გამოცემულ სტატიებსა და წიგნებში ქართული სახელმწიფოებრიობასა და მის პრობლემებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. იგი ძირითადად ეყრდნობა 1937 წელს პარიზში გამოცემული "ეროვნული გაერთიანების", ცნობილი ემიგრანტი ეროვნული მოღვაწეების: ვ. ნოზაძის, ი. მანწკავას, ა. ასათიანის, ნ. ჟორდანიას, გ. გვაზავას, შ. ოდიშარიას გამოცემულ წიგნებსა და პუბლიკაციებს, აგრეთვე პარიზში, ვაშინგტონსა და თბილისში დაბეჭდილ სხვა ისტორიულ მასალას. აღნიშნული მასალის ანალიზის საფუძველზე მიღებულია ზოგიერთი ცნობილი ისტორიული მოვლენის ხედვის ახლებური გააზრება, თვით თანამედროვე რუსეთის სახელმწიფოს ახალი მისიის ჩათვლით. |
2020 ნომერი 33 პარალელური აზრები: ქალბატონ დენიზა სუმბაძის გულწრფელი ძალისხმევა შეტანის თარიღი: 2020-09-01 ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე |
გამოქვეყნდა ცნობილი ქართველი მეცნიერისა და მოაზროვნის დენიზა სუმბაძის ნაშრომი: "ჩვენ განვკურნავთ დედამიწას სნეულებათაგან" – (ღია წერილი მის აღმატებულებას, აშშ-ს პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპს). წერილში განხილულია როგორც თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დღეს არსებული პრობლემების მრავალი ასპექტი, ამასთანავე მათი გავლენა და ზემოქმედების შედეგები ახლად ჩამოყალიბებულ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, კერძოდ კი, კავკასიასა და საქართველოზე. ვეცდებით საზოგადოებას გავაცნოთ აღნიშნული წერილის წაკითხვის დროს წარმოშობილი პარალელური აზრები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება კიდეც ემთხვეოდეს ავტორისეულ პოზიციას, ან რაღაც დოზით, ავსებდეს მას, ან კიდევ განსხვავდებოდეს მისგან და შეიცავდეს მათზე ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ თვალსაზრისს. |
2020 ნომერი 33 შეტანის თარიღი: 2020-09-01 ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე |
პალიასტომის ტბის ისტორიაზე წარმოდგენას იძლევა მისი ფსკერის ქვეშ და მიმდებარე ტორფიან ჭაობებში განვითარებული ნალექების ლითოლოგიურ-სტრატიგრაფიული და გეოქრონოლოგიური შესწავლით და მიღებული ინფორმაცია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს 1975–78 წლებში, საქართველოს ყოფილი გეოლოგიური სამმართველოს მიერ, პალიასტომის წყალსატევში განვითარებული საპროპელური ნალექების შედგენილობისა და მარაგების დადგენის მიზნით, ჩატარებული გეოლოგიური ბურღვის მასალების ანალიზის შედეგები. |
2020 ნომერი 33 პალიასტომის ტბის ეკოლოგიური პრობლემები შეტანის თარიღი: 2020-09-01 ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე, გიორგი ჯანელიძე |
პალიასტომის ტბის რაიონის ეკოსისტემებზე ანთროპოგენური ფაქტორის უარყოფითი ზემოქმედება აშკარად შესამჩნევი გახდა XIX ს. 60-იანი წლებიდან. ეს ფაქტი, მდინარე რიონის შესართავთან, ადამიანის მიერ თითქმის აუთვისებელ ტერიტორიაზე, ნავსადგურის და ქალქ ფოთის აშენებით და შემდგომში მათი მზარდი ფუნქციონირებით იყო განპირებებული. ქალაქ ფოთის ტერიტორიული და დემოგრაფიული ზრდის პროცესში მდინარე რიონის შესართავის რაიონის ბუნებრივი რესურსების უკონტროლო მოპოვება-მოხმარებამ (ზღვარგადასული ნადირობა, თევჭერა, უღრანი ტყის მასივების გაჩეხვა, ინერტული მასალის დიდი რაოდენობით მოპოვება და სხვ.) ეკოსისტემების ძლიერ დეგრადაციას მისცა დასაბამი. |