?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2021 ნომერი 34

ნომრის თავფურცელი

შეტანის თარიღი: 2021-03-27

ავტორ(ებ)ი: სარედაქციო კოლეგია

ჟურნალ "ამირანის" 34-ე ნომრის თავფურცელი



2021 ნომერი 34

დასავლეთ საქართველოს ენეოლითურ და პროტოკოლხურ კულტურათა ურთიერთმიმართების საკითხისათვის

შეტანის თარიღი: 2021-03-17

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

დასავლეთ ამიერკავკასიაში გავრცელებული ენეოლითური კულტურა ძირითადად თავმოყრილია რიონ-ყვირილას აუზში და ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში. ისინი განლაგებულია პლატოებზე, მდინარეთა ხეობებში, კოლხეთის დაბლობის გარემომცველ ბორცვოვან ზოლში, ბუნებრივ შემაღლებებსა და მაღალმთიან ადგილებში. გამონაკლისს წარმოადგენს თვით კოლხეთის დაბლობი, სადაც იმ პერიოდში გეოკლიმატური პირობები გამორიცხავდა ადამიანთა დასახლების შესაძლებლობას.



2021 ნომერი 34

კიდევ ერთხელ ნაზარლების სამლოცველოს თაობაზე (შედარებითი ეთნო-არქეოლოგიური დაკვირვებები)

შეტანის თარიღი: 2021-03-17

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ნაზარლების სამლოცველოს არქეოლოგიური შესწავლა ჯერ არ დასრულებულა, თავად ძეგლის და მის მიმდებარე ანალოგიური პერიოდის დასახლებათა ტოპოგრაფია და ამ ძეგლიდან მომდინარე ნივთიერი მასალა, გარკვეული ხასიათის წინასწარული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. ჩვენის აზრით, რამდენადმე უკვე შესაძლებელია ერთგვარი წინასწარული ვარაუდების გამოთქმა სამლოცველოს საკულტო ხასიათისა და მის გარეშემო შემოკრებილი სოციუმის თაობაზე.



2021 ნომერი 34

ირანის ჩრდილში. ძველი სომხეთის საგარეო პოლიტიკა

შეტანის თარიღი: 2021-03-21

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

ეს სტატია ეძღვნება ძველი სომხეთის საგარეო პოლიტიკის ისტორიას. პირველი კომპონენტი იყვნენ ლუვიელები. სომხების ეთნოგენეზის მეორე კომპონენტი იყო კავკასიურენოვანი ხურიტები, რომლებიც ურარტუში ცხოვრობდნენ. სომეხთა ეთნოგენეზის მესამე კომპონენტია მუშქები, რომლებიც ფრიგიიდან მოვიდნენ და დააარსეს სომხეთის სამეფო მელიდა. სომხური ეთნოგენეზის კიდევ ერთი ელემენტი იყო სკვითები, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობდნენ.



1 | 2 | 3 | դ | գ
Powered by BootstrapMade