2021 ნომერი 34 რუსეთის იმპერიის მფარველობაში ქართლ-კახეთის სამეფოს შესვლის მიზეზები შეტანის თარიღი: 2021-03-21 ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
1778 წელს ერეკლე II-სა და ოსმალეთის სულთანს შორის ახალციხის ფაშის შუამავლობით ოფიციალურად გაფორმდა შეთანხმება, რაც ნიშნავდა, რომ ერეკლე მეფემ ძლიერი პოლიტიკური მოკავშირის ძიებაში არჩევანი ოსმალეთზე გააკეთა. 1768-1774 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის მოვლენებისა და ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შედეგად რუსულ ორიენტაციაზე გულაცრუებული მეფე გულხელდაკრეფილი არ მჯდარა და საქმის გულმოდგინე აწონ-დაწონვის შემდეგ არსებული პოლიტიკური ვითარების შესაბამისად, საუკეთესო დიპლომატიური სვლა გააკეთა ოსმალეთთან მიღწეული ხელშეკრულების სახით. ცხადია, რუსეთის მთავრობაში არ გამოპარვიათ მათთვის ეს შემაშფოთებელი ნაბიჯი ერეკლე II-ისა. |
2021 ნომერი 34 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგები ქართლ-კახეთის სამეფოსათვის (1783-1787 წლები) შეტანის თარიღი: 2021-03-22 ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
1783 წლის 24 ივლისს ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში გაფორმდა ე. წ. მფარველობითი ხელშეკრულება. ეს მოვლენა ისტორიოგრაფიაში შემთხვევით არაა მიჩნეული ერთგვარ გარდამტეხ მიჯნად რუსულ-ქართულ პოლიტიკურ ურთიერთობებში. დაახლოებით სამი საუკუნის ისტორიის მქონე აღნიშნულმა ურთიერთობებმა უკვე ჩამოყალიბებული სამართლებრივი სახე მიიღო. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ორ არათანაბარზომიერ სახელმწიფოს შორის დადებულმა ტრაქტატმა მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ვითარება მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც. |
2021 ნომერი 34 შეტანის თარიღი: 2021-03-23 ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე |
ნაშრომში მოცემულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის ისტორიიდან ზოგიერთი საყურადღებო მომენტი. მოგონებების საფუძველზე მოთხრობილია თანამედროვე სოფლის ზოგიერთი გვარის აქ შესაძლო დამკვიდრების ძველი ისტორია; ახალი მასალის გამოყენებით განხილულია 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთი ომის ზოგიერთი, ქართული ისტორიოგრაფიის თვალსაზრისით საინტერესო ასპექტები; მაგალითად, როგორიცაა ციხისძირთან ბრძოლები და მასში ადგილობრივი, ქობულეთის მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობა, ამ ბრძოლებში სოფელ ზენითის საგრძნობი სტრატეგიული მნიშვნელობა, მხარის შემოერთების შემდეგ კი აქ განვითარებული ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო მოვლენები. |
2021 ნომერი 34 ბრესტის ზავის, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების შესახებ შეტანის თარიღი: 2021-03-26 ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე |
თურქეთში რეგისტრირებული "აჭარის კულტურული ასოციაციის" მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი თურქეთშივე გამოცემული თავისებური სამახსოვროს პირველ ნომერში საქართველოს ისტორიის რიგი უმნიშვნელოვანესი საკითხების გადმოცემისას დაშვებულია შეცდომები და ლაფსუსები, მაგრამ ყურადღებას გავამახვილებთ აქვე დაფიქსირებულ მოსაზრებებზე, რომ "სარფის საზღვრის გახსნის შემდეგ ორივე მხარის მცხოვრებმა აჭარლებმა, გაიგეს მოსკოვის პროპაგანდის სიყალბე, რომელიც მათ ქართველებთან აერთიანებდა... ბრესტ-ლიტოვსკის ზავის თანახმად... ბათუმი დაუბრუნდა თურქეთს..." და ა.შ. მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხებზე. |