2021 ნომერი 35 კოლხური და ყობანური კულტურების მსგავსება სამარხეული ინვენტარის მაგალითზე შეტანის თარიღი: 2021-11-17 ავტორ(ებ)ი: თეკლე უგულავა |
შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ ორი კულტურის შესწავლის ისტორია გადაჯაჭვულია, რადგან თავდაპირველად აღმოჩნდა ყობანური კულტურა, შესაბამისად გაჩნდა მოსაზრება, რომ იქ აღმოჩენილი ინვენტარი ყობანური კულტურის ნაწილი იყო, მაგრამ მისი სახასიათო ნიშანი დღეს ფაქტობრივად სავიზიტო ბარათია კოლხური კულტურისთვის. |
2021 ნომერი 35 სომხეთი და თურქული დინასტიები მე-15-19 საუკუნეებში შეტანის თარიღი: 2021-11-17 ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი |
კვლევის მიზანია ამ პერიოდის სომხურ-თურქული ურთიერთობების შესწავლა. კვლევის სიახლე მდგომარეობს XV-XIX საუკუნეებში სომხური საზოგადოების განვითარების ძირითადი ტენდენციების გამოკვეთაში. |
2021 ნომერი 35 ქართული ლიტერატურის "ოქროს ხანა". XVII-XVIII საუკუნეების ქართველი ინტელექტუალები შეტანის თარიღი: 2021-11-17 ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი |
სტატია ეძღვნება ქართული ლიტერატურის ისტორიას. მასში განხილულია XVII-XVIII საუკუნეების ცნობილი ქართველი ინტელექტუალების ბიოგრაფია და მოღვაწეობა. XV-XVI საუკუნეების პერიოდთან შედარებით, XVII საუკუნე იყო ქართული კულტურის აღორძინების დრო. |
2021 ნომერი 35 ნაზარლების სამლოცველო. ეთნოარქეოლოგიური რეტროსპექტივის ცდა შეტანის თარიღი: 2021-11-30 ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
წინამდებარე ნაშრომში, აღწერილია შირაქის ზეგანზე, მთა "ნაზარლები"-ს თხემზე, ახლადაღმოჩენილი, გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის (ქრისტემდე XII-X ს.ს.) ძალზე საინტერესო არქეოლოგიური ძეგლი და მოცემულია წინასწარული ვარაუდები და დასკვნები მისი ადგილის თაობაზე ცენტრალური ამირკავკასიის და მისი მიმდებარე მხარეების გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის კულტურათა სისტემაში. |