2023 ნომერი 37 შეტანის თარიღი: 2023-06-05 ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე |
წარმოდგენილი ნაშრომი ეხება საქართველოს ტერიტორიაზე ბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ლითონის ნივთების რიტუალური დაზიანების ფენომენს, რომელიც ბრინჯაოსა და რკინის ნივთების სახით აღმოჩენილია სამარხებში და განძებში. ავტორების აზრით, საქართველოში გვინბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხებსა და განძებში გამოვლენილ დაზიანებულ ნივთთა ტიპების ერთგვაროვნება უნდა მიუთითებდეს ლითონის ნივთების მიწაში ჩადებამდე განზრახ დაზიანებაზე, რომელსაც უნდა ჰქონოდა გარკვეული რიტუალური დანიშნულება. |
2023 ნომერი 37 ტყვეთა სყიდვა XVII საუკუნის დასავლეთ საქართველოში უცხოელ ავტორთა ცნობების მიხედვით შეტანის თარიღი: 2023-06-05 ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
XVI-XVIII საუკუნეებში საქართველოში გავრცელება ჰპოვა ისეთმა მანკიერმა მოვლენამ, როგორც არის ადგილობრივი მაცხოვრებლების, ძირითადად გლეხების მონებად გაყიდვამ. ყოველწლიურად ათასობით, უმეტესად ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანს უსპობდნენ თავისუფლებას და იძულებით ჰყიდდნენ უცხოეთში. მოზარდ ვაჟთა უმრავლესობა საგანგებო სამხედრო მომზადების შემდეგ ოსმალეთის რჩეული გვარდიის, იანიჩართა რიგებს ავსებდა, რათა სულთნის იმპერიისათვის დაეღვარათ სისხლი. ლამაზი ქალწულები ოსმალური არისტოკრატიის ჰარამხანებში ნაწილდებოდნენ. სხვებს სხვადასხვა სამუშაოებისათვის იყენებდნენ შინამოსამსახურეებად, სამხედრო და სავაჭრო გემებზე მენიჩბეებად, ქარავნების გამცილებლებად ა. შ. |
2023 ნომერი 37 აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხები საქართველოს XX საუკუნის ისტორიაში შეტანის თარიღი: 2023-06-05 ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი |
ეს სტატია ეძღვნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ისტორიას XX-XXI საუკუნეებში. აფხაზურ-ქართული დაძაბულობა რეგიონში რუსეთის იმპერიის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. ბევრი აფხაზის ოსმალეთის იმპერიაში გადასახლების შემდეგ აფხაზეთის მიტოვებული მიწებზე ქართველები დასახლდნენ. |
2023 ნომერი 37 შეტანის თარიღი: 2023-06-05 ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი |
სტატია ეძღვნება ეთნიკურ ურთიერთობებს ჩრდილოეთ კავკასიაში XX საუკუნის მეორე ნახევარში და XXI საუკუნის დასაწყისში. ჩრდილო კავკასიის ყველაზე მშვიდი რეგიონები იყო ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ყაბარდო-ბალყარეთი. იყო მეტოქეობა ყარაჩაელებსა და ჩერქეზებს შორის, მაგრამ ის არასოდეს გადაზრდილა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. |