?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2023 ნომერი 37

ჩერქეზი მამლუქები ეგვიპტეში

შეტანის თარიღი: 2023-06-05

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

ეს სტატია ეძღვნება მამლუქთა სახელმწიფოს ისტორიას ახლო აღმოსავლეთში, ჩერქეზთა დინასტიის ბატონობის პერიოდში. ჩერქეზ მამლუქ-ბურჯების ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა ჭირის ეპიდემიამ, ოქროს ურდოს მოსახლეობის ისლამიზაციის გამო თურქი მონების ნაკადის შემცირებამ და მამლუქ-ყიფჩაკებს შორის შიდა დაპირისპირებამ.



2023 ნომერი 37

კიდევ ერთხელ "თურქი-მესხების" პრობლემის შესახებ

შეტანის თარიღი: 2023-06-05

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

ნაშრომში განხილულია 1991 წლის აგვისტოში "თურქი-მესხების" პრობლემის შესასწავლად ჩვენს მიერ მესხეთში სპეციალურად მოწყობილი ექსპედიციის, ამ პერიოდთან ახლოს აღნიშნულ საკითხზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების, ამასთან თანამედროვე მასალის საფუძველზე გაანალიზებული აღნიშნული პრობლემის წარმომშობი მიზეზები, მისი განვითარება და სამწუხარო შედეგები.



2023 ნომერი 37

რამდენიმე შენიშვნა მანანა სანაძის მონოგრაფიაზე: "მეფე დარჩილი (ვახტანგ გორგასლის ვაჟი) და მისი ცხოვრების ამსახველი ქრონიკები"

შეტანის თარიღი: 2023-06-05

ავტორ(ებ)ი: გიორგი ლაღიაშვილი

2021 წელს "საქართველოს უნივერსიტეტმა" გამოსცა ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტისა და პროფესორის, ისტორიკოს მანანა სანაძის მონოგრაფია. წინამდებარე წერილი, განსახილველი ნაშრომის გამოცემიდან მალევე, იმავე 2021 წელს დაიწერა. თუმცა, მის გამოქვეყნებაზე დიდხანს ვფიქრობდი. ყოყმანის მიზეზი პირველ რიგში იყო ის, რომ არ მინდოდა სამეცნიერო საზოგადოებაში წარმოვჩენილიყავი, როგორც ჩასაფრებული პოზიციის მქონე სუბიექტი.



2023 ნომერი 37

"ჩაის სახლი" ანუ რამდენიმე სურათი გასული საუკუნის 70-80-იანი წლების სტუდენტური ცხოვრებიდან

შეტანის თარიღი: 2023-06-05

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

ყველა უნივერსიტეტელს (და არა მარტო მათ) მშვენივრად მოეხსენება, თუ რა ადგილი ეკავა "ჩაის სახლს" (რომელიც იმხანად გ. მელიქიშვილის ქუჩის, ი. ჭავჭავაძის გამზირის, კ. კეკელიძის ქუჩისა და ვარაზის ხევის კვეთაზე, სკვერთან მდებარეობდა და პირველი ღვინის ქარხნის გალავანს ესაზღვრებოდა), იმ პერიოდის ახალგაზრდების დიდი ნაწილის ცხოვრებაში.



ա | բ | 1 | 2 | 3
Powered by BootstrapMade