2002 ნომერი 6 ლიჩენიში - ძეობა ჰადიშის (ზემო სვანეთი) თემში შეტანის თარიღი: 2002-11-11 ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
სვანური ეთნოგრაფიული მასალის თანახმად, ყოველი სვანური საკულტო ნაგებობა, რომელსაც მოგვიანო პერიოდში ამ მხარეში ქრისტეს რწმენის გავრცელების შემდეგ ამა თუ იმ წმინდანის სახელი შეერქვა, ერთი ან რამოდენიმე გვარისაგან შემდგარი სვანური თემის უზენაესი მფარველი იყო; ამ თემში შემავალი მეთემენი კი, თავის მხრივ, ამა თუ იმ სათემო ღვთაების "კაცებად", სვანურად - "მარალ" იწოდებოდნენ. |
2002 ნომერი 6 კოლხი მედეას იდენტიფიცირებისათვის სოხუმის სტელაზე შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: გელა გამყრელიძე |
ქალაქ სოხუმთან (შავი ზღვის სანაპიროზე) მდებარე ყურის ფსკერზე, მდ. ბესლეთის შესართავთან აღმოჩნდა მარმარილოს ბარელიეფიანი სტელა, რომელიც საფლავის ქვაა. მისი ზომებია 157x92x12 სმ. სტელა ძვ.წ. V ს. მეორე ნახევრით თარიღდება. ამჟამად სტელა ქ. სოხუმის მუზეუმში ინახება. |
2002 ნომერი 6 საქართველოს შავიზღვისპირა ცენტრების სტატუსი (ახ. წ. V-VI სს.) შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: თემურ თოდუა |
საქართველოს შავიზღვისპირეთი ბიზანტიური სამყაროს სისტემაში ახ. წ. VI ს. 90-იან წლებში ჩაერთო. ზოგიერთი მკვლევარი ამ დროიდან ვარაუდობს საქართველოს შავიზღვისპირა ცენტრებში - ფასისში, აფსაროსში, პეტრაში, სებასტოპოლისსა და პიტიუნტში ბიზანტიური გარნიზონების ჩადგომას... |
2002 ნომერი 6 ეთნომედიცინის საკითხისათვის იმერეთში შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: ლელა ნებიერიძე |
იმერეთში, საველე მუშაობის დროს, ჩვენი ყურადღება მიიქცია დაავადებამ, რომელიც იხსენიება "უჟმურის" სახელწოდებით. ეს დაავადება ცნობილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში და თავისი სპეციფიკური ბუნებით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა და იწვევს მკვლევერთა შორის. პირველ რიგში, წარმოვადგენთ ჩვენს მიერ მოძიებულ მასალას, დაჯგუფებულს თემატური პრინციპით... |