2002 ნომერი 7 თბილისის ამირა საჰაკისა და მუჰემედ იბნ ხალიდის ბრძოლის ადგილის ლოკალიზაციისათვის შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
საქართველოში არაბთა ბატონობის შედარებითი მომძლავრება არაბული სახალიფოს ადმინისტრაციულ-სამხედრო ერთეულის, თბილისის საამიროს ჩამოყალიბებაში გამოიხატა. საამიროს შექმნა უნდა იგულისხმებოდეს "მატიანე ქართლისაის" ცნობაშიც... |
2002 ნომერი 7 ზურაბ არაგვის ერისთავი ქართულ ისტორიოგრაფიასა და ფოლკლორში შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: დურმიშხან ლაშხი |
ზურაბ არაგვის ერისთავი ერთ-ერთი საინტერესო პოლიტიკური ფიგურა იყო XVII საუკუნის საქართველოში. მის შესახებ საინტერესო ცნობები მოგვეპოვება, როგორც ქართულ ისტორიოგრაფიაში, ასევე ფოლკლორშიც: მაგ. ფშაურ, მთიულურ, ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში... |
2002 ნომერი 7 საქართველოს სამეფოსა და კიევის სამთავროს ადრეული ურთიერთობები შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: დავით სანდოძე |
აღმოსავლეთ სლავთა უდიდესი გაერთიანება - კიევის სახელმწიფო, ქართველებმა X-XI საუკუნეების მიჯნაზე გაიცნეს. კიევის სამთავროს გაძლიერებას ხელი შეუწყო მთავარმა ვლადიმირმა და ქრისტიანობის შემოღებამ 988-989 წლებში. იმ დროიდან უკავშირდება კიევის სამთავრო ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც, რომელიც იმ პერიოდში დაქუცმაცებული იყო. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ქართველთა და კიეველ მოღვაწეთა ურთიერთობები შეიძლებოდა მომხდარიყო ბიზანტიის იმპერიის კარზეც... |
2002 ნომერი 7 კილოს აღწერა და ცივილიზაციის დეფინიცია ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილებში" შეტანის თარიღი: 2003-10-09 ავტორ(ებ)ი: პოლ მანნინგი |
"მგზავრის წერილები"-ს საბოლოო ნაწილში ილია ამბობს: - "ჩემი ცდა მარტო იმაშია, რომ იმისი (ლელთ ღუნია - პ.მ.) აზრისათვის იმისივე ფერი შემერჩია და იმის სიტყვისათვის იმისივე კილო. თუ ეს შევასრულე, ჩემი განზრახვაც შემისრულებია." |