?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2003 ნომერი 8

ნეკრესის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მთვარე-მზის ძველი ქართული წარმართული კალენდარი

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ნოდარ გაფრინდაშვილი

ნეკრესის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1984; 1986-89 წლებში ბ-ნ ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით და ამჟამადაც მიმდინარეობს. გათხრების პირველი შედეგები საკმაოდ ვრცელი სტატიის სახით "ნეკრესის არქეოლოგიის დასაწყისი", გამოქვეყნდა კრებულში "დავით აღმაშენებელი". ამის შემდეგ ბ-ნმა ლ. ჭილაშვილმა არა ერთი სტატია და ბროშურა გამოაქვეყნა და მთელი რიგი მოხსენებებიც წაიკითხა სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებში.



2003 ნომერი 8

თეოდორიტე კვირელის სახელით ცნობილი ერთი დოგმატიკური ძეგლი

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: კახა ოღაძე

ქრისტიანული ეკლესიის იმ წმინდა მამათაგან, რომელნიც მოღვაწეობდნენ V ს-ში, ღმრთისმეტყველებაში თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია თეოდორიტე კვირელს (დაახ. 393-457 წ.წ.). იგი დაიბადა ანტიოქიაში, სადაც მან ჩინებული განათლება მიიღო. ჩვენთვის უცნობია თუ ვინ იყო მისი მასწავლებელი, მაგრამ ცნობილია ის, რომ მასზე დიდ გავლენას ახდენდა დედა. ნეტარი თეოდორიტე ადრევე მიაბარეს წმ. ევპრერიას მონასტერში, სადაც იგი მედავითნის ფუნქციას ასრულებდა.



2003 ნომერი 8

პოსტმოდერნისტული ხელოვნების პრეისტორიის ზოგადი მიმოხილვა და მისი განვითარების წინაპირობები ტრანსკავკასიის რეგიონში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ნანა შერვაშიძე

ტრანსკავკასიური პოსტმოდერნისტული კულტურის კვლევა, მისი თავისებურებების გამოვლენა, განვითარების სპეციფიკისათვის თვალის გადევნება ბუნებრივად ითხოვს კულტურული არქეტიპის გამოვლენას ტრანსკავკასიის ზოგადად და უფრო კონკრეტულად ქართულ კულტურაში. მით უმეტეს, რომ ნაციონალური, როგორც გარკვეული სტრუქტურული და სემანტიკური ერთობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის კულტურაში ისტორიულად უმძიმეს პირობებშიც კი მეტ-ნაკლები ძალით ინარჩუნებდა კულტურის განვითარების მამოძრავებელი ძალის ფუნქციას.



2003 ნომერი 8

პოსტმოდერნისტული ხელოვნების ჩასახვის წინაპირობები და მისი განვითარების ზოგიერთი ტენდენცია თანამედროვე რუსულ ხელოვნებაში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ნანა შერვაშიძე

XX ს-ის 60-იანი წლებიდან რუსული კულტურა, კერძოდ კი, სახვითი ხელოვნება, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მოსკოვი, როგორც მეგაპოლისი, გარკვეულად განსაზღვრავდა პოლიტიკური თუ კულტურული მოვლენების მიმართულებას რეგიონებში და ამიტომ ნებისმიერი ცვლილება მეტ-ნაკლებად აისახებოდა საბჭოთა სივრცეში ხელოვნების განვითარებაზე ზოგადად.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | դ | գ
Powered by BootstrapMade